მამუკა ბახტაძე: განათლება გახდება დომინანტი სექტორი საქართველოს ეკონომიკაში
მთავარი

მამუკა ბახტაძე: განათლება გახდება დომინანტი სექტორი საქართველოს ეკონომიკაში

მამუკა ბახტაძე: განათლება გახდება დომინანტი სექტორი საქართველოს ეკონომიკაში
1tv.ge

2018-09-14 12:40:57

2019 წლის შემოდგომაზე საქართველოს მთავრობა წარადგენს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფილი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა – განათლება გახდება დომინანტი სექტორი საქართველოს ეკონომიკაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განაცხადა, სადაც განათლების რეფორმის ხედვას წარადგენს.

მისი თქმით, ეს უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში განათლების სექტორს ჰქონდეს 10 ან 11-პროცენტიანი წილი.

„21-ე საუკუნეში ვერც ერთი სახელმწიფო და ვერც ერთი ეკონომიკა ვერ იქნება წარმატებული, თუ ის არ ეფუძნება ადამიანური კაპიტალის შექმნას. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაც სწორედ ისაა, რომ განათლების რეფორმამ უზრუნველყოს ისეთი ადამიანური კაპიტალის, ისეთი სისტემების შექმნა, რომელიც საქართველოს შეიყვანს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიგში“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ამ პროექტის განსახორციელებლად იწყება რესურსების მობილიზაცია. რესურსების მოწოდებას მოახდენს, როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორი, რომელიც პრემიერის თქმით, უკვე გამოხატავს მზაობას განათლების რეფორმის განხორციელებისთვის.

„უკვე გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების სრული მხარდაჭერა, ბევრი მათგანი ესწრება დღევანდელ შეხვედრას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, განათლების რეფორმა განხორციელდება ხუთი მიმართულებით: ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.
,,ეხლა ჩემი სამხედრო ფორმაში მოწოდება ვისაც არ გევასათ, ფუნიკულიორიდან მყისიერად მზარდი სიჩქარით გამოქანდით”

,,ეხლა ჩემი სამხედრო ფორმაში მოწოდება ვისაც არ გევასათ, ფუნიკულიორიდან მყისიერად მზარდი სიჩქარით გამოქანდით”

“ძვირიან საყვავილეებს ნუ მიადგებით, ოცნების ოფისის წინ გოგა ხაინდრავა იდგება და იაფად მოგყიდით…”

“ძვირიან საყვავილეებს ნუ მიადგებით, ოცნების ოფისის წინ გოგა ხაინდრავა იდგება და იაფად მოგყიდით…”

“ქოცებო, არც გაბედოთ  წინააღმდეგობის გაწევა, გია ცერცვაძე დაიკრძალება სწორედაც რომ მუხადგვერის სასაფლაოზე…”

“ქოცებო, არც გაბედოთ წინააღმდეგობის გაწევა, გია ცერცვაძე დაიკრძალება სწორედაც რომ მუხადგვერის სასაფლაოზე…”

„თავიდან მეგონა, რომ ეს ოპოზიციის გაკეთებული იყო“ - სოციოლოგი ზურაბიშვილის ახალ ბილბორდებზე

„თავიდან მეგონა, რომ ეს ოპოზიციის გაკეთებული იყო“ - სოციოლოგი ზურაბიშვილის ახალ ბილბორდებზე

ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, მას ვერ ექნება გამაერთიანებლის ფუნქცია, - კაკაჩია

ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, მას ვერ ექნება გამაერთიანებლის ფუნქცია, - კაკაჩია

ნინი ქარსელაძის ბანერი ზურაბიშვილის ნაცვლად - "დიდი მადლობა ნაცმოძრაობას ყურადღებისთვის"

ნინი ქარსელაძის ბანერი ზურაბიშვილის ნაცვლად - "დიდი მადლობა ნაცმოძრაობას ყურადღებისთვის"

"მთავრობაში გვყავს საქართველოს მტრები" - სანდრა რულოვსი

"მთავრობაში გვყავს საქართველოს მტრები" - სანდრა რულოვსი

"კარგად ვიცი, ვისი მომხრეა, ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?

"კარგად ვიცი, ვისი მომხრეა, ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?


სარეკლამო ბანერი
1000 X 80