გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მიესაჯა
მთავარი

1tv.ge

2018-08-10 17:25:48

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ქეთევან ლუაშვილის გადაწყვეტილებით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიესაჯა.

„პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. ბრალდებულს შეეფარდოს პატიმრობა. პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავებიდან“, – განაცხადა მოსამართლემ სასამართლო სხდომაზე.

გიორგი ჭანტურიამ დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, რომ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა. ჭანტურიას თქმით, მან პირველად დაკავების შემდეგ დატოვა ქვეყანა და მიუხედავად იმისა, რომ საშუალება ჰქონდა სხვა ქვეყენაში დარჩენილიყო, ჩამოვიდა. ამასთან, როგორც ის აცხადებს, საქმის არც ერთ მოწმესთან მისულა და არანაირი ზემოქმედება არ მოუხდენია.

გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს ღამით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.
პირობას გაძლევთ, დღეიდან, აუცილებლად გადავხედავ ჩემ გადაწყვეტილებას გადაცემასთან დაკავშირებით (ვიდეო)

პირობას გაძლევთ, დღეიდან, აუცილებლად გადავხედავ ჩემ გადაწყვეტილებას გადაცემასთან დაკავშირებით (ვიდეო)

თოფაძის კომპანია „ყაზბეგი“, შესაძლოა გაიყიდოს

თოფაძის კომპანია „ყაზბეგი“, შესაძლოა გაიყიდოს

შეწყალების კომისიის სხდომა მოულოდნელად შეწყდა - რა გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა?

შეწყალების კომისიის სხდომა მოულოდნელად შეწყდა - რა გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა?

პირდაპირ ვამბობ, მომღიმარი ულვაშების უკან, რომელიც ამ მაქცია ვაშაძეს აქვს, დგას ვოვა პუტინი

პირდაპირ ვამბობ, მომღიმარი ულვაშების უკან, რომელიც ამ მაქცია ვაშაძეს აქვს, დგას ვოვა პუტინი

ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალებით პოლიტიკური სპეკულაცია ამორალურია

ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალებით პოლიტიკური სპეკულაცია ამორალურია

მამუკა ბახტაძემ უშგულში მცხოვრები 13 წლის გიდი გიორგი ქოჩქიანი „მთის შვილის“ წოდებით დააჯილდოვა

მამუკა ბახტაძემ უშგულში მცხოვრები 13 წლის გიდი გიორგი ქოჩქიანი „მთის შვილის“ წოდებით დააჯილდოვა

უცნაური ძარცვა თბილისში – მანქანა გატეხეს, საიდანაც მხოლოდ საღეჭი რეზინი და ხელსახოცი მოიპარეს

უცნაური ძარცვა თბილისში – მანქანა გატეხეს, საიდანაც მხოლოდ საღეჭი რეზინი და ხელსახოცი მოიპარეს

საპატრიარქოს სპეციალური განცხადება - "საკონსტიტუციო სასამართლომ შექმნა ხალხში დაძაბულობა"

საპატრიარქოს სპეციალური განცხადება - "საკონსტიტუციო სასამართლომ შექმნა ხალხში დაძაბულობა"

სარეკლამო ბანერი
1000 X 80