სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის ორიანს ვუწერ
მთავარი

სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის ორიანს ვუწერ

სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის ორიანს ვუწერ
ipn

2018-08-10 14:28:21

აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის სალომე ზურაბიშვილს ორიანს ვუწერ, თუმცა ხუთიანს - საგარეო საქმეთა სამინისტროს დროს გაკეთებულ საქმეში, - ასე ეხმაურება ექსპერტი მამუკა არეშიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით. 

„ცოტა გამიკვირდა სალომე ზურაბიშვილისგან ეს განცხადება, რადგან ის არის ადამიანი, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ძალიან ბევრი გააკეთა, რომ შესრულებულიყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომლის თანახმად, 2006 წელს ბოლო რუს ჯარისკაცსაც უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. ამ საქმეში ზურაბიშვილი იყო ძალიან თანმიმდევრული და პრინციპული. მე ვფიქრობ, ეს მოუფიქრებელი განცხადება იყო. ომი საქართველოს არ დაუწყია. ეს გამოთქმა მოუფიქრებელი და დაუკვირვებელი იყო, მაგრამ სასწორზე დევს, ის რაც მანამდე გააკეთა. ორიანს დავუწერდი ამ განცხადებაში, მაგრამ ხუთიანს მაშინდელ ქმედებაში. ეს რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი პოლიტიკოსის განცხადება და არა საპრეზიდენტო კანდიდატის, გავუტარებდით, მაგრამ ახლა სამწუხაროდ, ამის გატარება ძალიან რთულია. მე მაინც ვურჩევ მის ამომრჩეველს, რომ ამის გამო გულს ნუ აიცრუებენ", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ამასთან, ექსპერტი „ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ „ქართული ოცნება" ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს".


„ნამდვილად ვიცი, რომ ზურაბიშვილს „ქართული ოცნების" ელიტის ერთი ნაწილის მხარდაჭერა აქვს, თუმცა მეორე ნაწილის - არა", - აღნიშნა არეშიძემ.
ანრი ოხანაშვილი: ის, რომ ჩვენთვის მიუღებელია რაიმე ტიპის შანტაჟი დასტურდება იმით, რომ  სუბელიანი პასუხისგებაშია მიცემულ

ანრი ოხანაშვილი: ის, რომ ჩვენთვის მიუღებელია რაიმე ტიპის შანტაჟი დასტურდება იმით, რომ სუბელიანი პასუხისგებაშია მიცემულ

მამუკა მდინარაძე: ძალიან მაღალი ალბათობით საქმე გვაქვს ორმაგ შანტაჟთან

მამუკა მდინარაძე: ძალიან მაღალი ალბათობით საქმე გვაქვს ორმაგ შანტაჟთან

რუსეთმა მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირი სრულად გაწყვიტა!

რუსეთმა მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირი სრულად გაწყვიტა!

გვარამიამ, იგივე პროკურორის მოადგილემ ყოფილმა, საზოგადოებას დააყარა სერიალები თავის კომენტარებით – ქანთარია

გვარამიამ, იგივე პროკურორის მოადგილემ ყოფილმა, საზოგადოებას დააყარა სერიალები თავის კომენტარებით – ქანთარია

"თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია"

"თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია"

"არის მცდელობა, შეიქმნას აღქმა, რომ ქვეყანაში ადრე იყო ყველაფერი დალაგებული და ახლა ჩამოიქცა"

"არის მცდელობა, შეიქმნას აღქმა, რომ ქვეყანაში ადრე იყო ყველაფერი დალაგებული და ახლა ჩამოიქცა"

მირზა სუბელიანთან შეხვედრების ჩანაწერების გავრცელება, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს მოსთხოვეს

მირზა სუბელიანთან შეხვედრების ჩანაწერების გავრცელება, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს მოსთხოვეს

მირზა სუბელიანმა ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდა, მხოლოდ ის გვითხრა, რომ საფრთხეს არ გრძნობს

მირზა სუბელიანმა ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდა, მხოლოდ ის გვითხრა, რომ საფრთხეს არ გრძნობს


სარეკლამო ბანერი
1000 X 80