მწიფდება ის დრო, როდესაც საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

მწიფდება ის დრო, როდესაც საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი

მწიფდება ის დრო, როდესაც საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი
ipn

2018-07-12 17:25:28

მწიფდება ის დრო, როდესაც საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. 

როგორც ზალკალიანმა განაცხადა, ნატო-ს პარტნიორი ქვეყნები, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ნატო-ში. თუმცა, მისივე თქმით, წევრების გარკვეული რაოდენობა ვერ თანხმდება ვადებთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა მოხდეს ეს. 

„უდვოა, ნატო-ს პარტნიორი ქვეყნები ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ნატო-ში. ეს იყო ჯერ კიდევ 10 წლის წინ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა დღეს. ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური დისკუსია უმაღლესი დონის ფორმატში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებმა. ძალიან პოზიტიურად იყო შეფასებული ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას გააჩნია ნატო-ს წევრობის გზაზე, მაგრამ ფაქტია, რომ წევრების გარკვეული რაოდენობა ვერ თანხმდება ვადებთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა მოხდეს ეს. ფაქტი, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება ამაზე არის სრული კონსენსუსი. 

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ წევრი ქვეყნების მხრიდან იმ ვადამდე, როდესაც საქართველო შეუერთდება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს, ისინი ზრუნავენ, რომ საქართველო გაძლიერდეს თავდაცვის უსაფრთხოების მიმართულებით და ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. საქართველო არა მხოლოდ სამიტიდან სამიტამდე, არამედ ყოველდღიურად აძლიერებს საკუთარ თავდაცვას და უსაფრთხოებას. ამაში ჩვენი პარტნიორების მადლიერი ვართ, რომლებსაც წვლილი შეაქვთ. ამ პროცესით ერთგვარად მწიფდება ის დრო, როდესაც საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, პროცესი მიდის წინ, იმისთვის, რომ როდესაც ეს დრო დადგება საქართველო ამისთვის სრულად მზად იყოს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო ახლა არ გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა მისი თქმით, ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდება. გარდა ამისა, ტრამპმა აღნიშნა, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა ნატო-ს სამიტის ყველა მონაწილეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს. 
არაგვისპირელის ქუჩაზე ახალი სკვერი მოეწყო

არაგვისპირელის ქუჩაზე ახალი სკვერი მოეწყო

თქვენ შთამბეჭდავი წინსვლა გაქვთ რეფორმების განხორციელების პროცესში

თქვენ შთამბეჭდავი წინსვლა გაქვთ რეფორმების განხორციელების პროცესში

ჩვენ მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის“ აღიარება

ჩვენ მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის“ აღიარება

ნატო ერთიანია საქართველოს უსაფრთხოებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში

ნატო ერთიანია საქართველოს უსაფრთხოებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში

თქვენ შთამბეჭდავი წინსვლა გაქვთ რეფორმების განხორციელების პროცესში

თქვენ შთამბეჭდავი წინსვლა გაქვთ რეფორმების განხორციელების პროცესში

ზაქარია ქუცნაშვილი: არასწორია შეფასება, თითქოს დავით ჭიჭინაძე კრიტიკის გამო დაისაჯა

ზაქარია ქუცნაშვილი: არასწორია შეფასება, თითქოს დავით ჭიჭინაძე კრიტიკის გამო დაისაჯა

“ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე პარტიაა და იქ რომ გადავიდე, რას იზამენ, იმ პარტიებსაც გარიცხავენ?!

“ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე პარტიაა და იქ რომ გადავიდე, რას იზამენ, იმ პარტიებსაც გარიცხავენ?!

იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა

იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა


სარეკლამო ბანერი
1000 X 80