ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიიღეს
მთავარი

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიიღეს

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიიღეს
ipn

2018-07-12 13:15:32

ნატო-ს ლიდერები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამის შესახებ ნათქვამია ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაციაში. 

“ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენ ვგმობთ ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, ამ რეგიონების მილიტარიზაციას, ასევე სხვა ქმედებებს, როგორიც არის მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური საზღვრისმაგვარი შეფერხებების აგება ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ. ეს ნაბიჯები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის, ეუთო-სა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებების პრინციპებს. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, კერძოდ, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების ზომების მიღება. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ საქართველო ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და ვალდებულებას არ გამოიყენოს ძალა და მოვუწოდებთ რუსეთს იგივე გააკეთოს. ასევე მივესალმებით საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთში და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება. ნატო-ს წევრები მხარს უჭერენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საჭიროა ხელშესახები შედეგების მიღწევა მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის მიზნით”, - ნათქვამია დეკლარაციაში.
ზურაბიშვილი: აღარ ვარ პატარა ბავშვი. ყველამ იცის ჩემი წარსული

ზურაბიშვილი: აღარ ვარ პატარა ბავშვი. ყველამ იცის ჩემი წარსული

USAID-ი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ პარტნიორად მიიჩნევს

USAID-ი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ პარტნიორად მიიჩნევს

ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ლამბერტო ზანიერის შეხვედრა ცესკოში

ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ლამბერტო ზანიერის შეხვედრა ცესკოში

რუსული თვითმფრინავის კატასტროფა ტრაგიკული გარემოებების ჯაჭვს ჰგავს, 2015 წლის ინციდენტს არ უნდა შევადაროთ

რუსული თვითმფრინავის კატასტროფა ტრაგიკული გარემოებების ჯაჭვს ჰგავს, 2015 წლის ინციდენტს არ უნდა შევადაროთ

თამარ ჩუგოშვილი:  საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობა გააღრმავოს

თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობა გააღრმავოს

ცესკოს განცხადება მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე

ცესკოს განცხადება მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე

ზღვის უბანში, სპორტული კომპლექსის მიმდებარედ გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა სრულდება

ზღვის უბანში, სპორტული კომპლექსის მიმდებარედ გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა სრულდება

სოფიო ქაცარავა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები სოფელ ხურვალეთს ესტუმრნენ

სოფიო ქაცარავა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები სოფელ ხურვალეთს ესტუმრნენ


სარეკლამო ბანერი
1000 X 80