ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვუპასუხოთ გამოწვევებს, რაც არსებობს ქვეყანაში
მთავარი

ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვუპასუხოთ გამოწვევებს, რაც არსებობს ქვეყანაში

ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვუპასუხოთ გამოწვევებს, რაც არსებობს ქვეყანაში
1tv.ge

2018-06-14 19:53:01

მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენაზე ყველას მხრიდან იყო თანხმობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„მიმართულებები, რომელიც მისი და მისი გუნდის პრიორიტეტები იქნება, არის სწრაფი ეკონომიკური განვითარება საბანკო სფეროში რეგულაციები.

ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც არსებობს ქვეყანაში და შევძლებთ, დავძლიოთ პრობლემები, რომელიც აქტუალურია დღეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, მისი თქმით, აღნიშნულზე კონსულტაციები გუნდში მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით გაიმართება და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ვინ იქნება წარდგენილი მინისტრთა კაბინეტში.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე წარადგინა.

მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ის პარლამენტში საკუთარი ხედვით წარდგება და დაასახელა ოთხი ძირითადი პრინციპი, რასაც მისი ხედვა ეფუძნება.
გრიგოლ ვაშაძის პლაკატი ახალქალაქში

გრიგოლ ვაშაძის პლაკატი ახალქალაქში

აშშ-ში, ფილადელფიის საავადმყოფოში, ქართველი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს

აშშ-ში, ფილადელფიის საავადმყოფოში, ქართველი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს

გოგა ხაინდრავა: მათ ბადრის მოკვლა უნდოდათ და ბოლო-ბოლო ბადრი მოკვდა

გოგა ხაინდრავა: მათ ბადრის მოკვლა უნდოდათ და ბოლო-ბოლო ბადრი მოკვდა

გულიკო ჩაფიძე: ძალიან კარგი რამ თქვა ქალბატონმა სალომემ...

გულიკო ჩაფიძე: ძალიან კარგი რამ თქვა ქალბატონმა სალომემ...

ჯონი ჯანაშია: სალომე ზურაბიშვილი არის გაწონასწორებულის ეტალონი

ჯონი ჯანაშია: სალომე ზურაბიშვილი არის გაწონასწორებულის ეტალონი

"გიგი კალანდაძე ჩემი ხელით შემყავდა ბაჩოსთან, ისხდნენ კამერაში და ნარდს აგორებდნენ" - სუბელიანი

"გიგი კალანდაძე ჩემი ხელით შემყავდა ბაჩოსთან, ისხდნენ კამერაში და ნარდს აგორებდნენ" - სუბელიანი

“ჩავაგდეთ დესიტ ტისიჩი, ეკლესიაში, შესაწირში და ჩვენება შეიცვალა...“- სუბელიანის მორიგი სკანდალური ჩანაწერი ციხიდან და აღიარება ხორავას ქუჩის საქმეზე

“ჩავაგდეთ დესიტ ტისიჩი, ეკლესიაში, შესაწირში და ჩვენება შეიცვალა...“- სუბელიანის მორიგი სკანდალური ჩანაწერი ციხიდან და აღიარება ხორავას ქუჩის საქმეზე

"პოლიციელები შემოვარდნენ, გაიტაცეს ჯაფარიძე და გააყოლეს „მგელი, დათვი და ბაყაყი“

"პოლიციელები შემოვარდნენ, გაიტაცეს ჯაფარიძე და გააყოლეს „მგელი, დათვი და ბაყაყი“


სარეკლამო ბანერი
1000 X 80