ახალი სისხლი კიდევ უფრო მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

ახალი სისხლი კიდევ უფრო მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ

ახალი სისხლი კიდევ უფრო მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ
ipn

2018-06-13 21:04:15

რაც შეეხება პრემიერის გადადგომას, ვიტყოდი, რომ ახალი სისხლი კიდევ უფრო მოგვცემს იმის შესაძლებლობას, უფრო ეფექტურები ვიყოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის კომენტირებისას განაცხადა.

კალაძის თქმით, უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე პარტიის თავმჯდომარემ ის შენიშვნები გამოთქვა, რომელიც მას ჰქონდა და მათ შორის იყო გადაწყვეტილებების ეფექტურობა და კოორდინაცია საპარლამენტო გუნდთან.

“გუშინ გუნდში იყო მსჯელობა ზოგადად არსებულ ვითარებაზე, არსებულ სიტუაციაზე. გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობდა უმრავლესობა, მთავრობის წარმომადგენლები, პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც თავისი მოსაზრებები დააფიქსირა და მიუთითა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემაა დღეს ქვეყანაში, ეს არის გადაწყვეტილებების ეფექტურობა და კოორდინაცია, განსაკუთრებით საპარლამენტო გუნდთან. რაც შეეხება გიორგის მოღვაწეობას, ამ წლების განმავლობაში იყო წარმატებები, თუმცა იყო სერიოზული გამოწვევებიც. რაც შეეხება გადადგომის გადაწყვეტილებას, ვიტყოდი, რომ ახალი სისხლი კიდევ უფრო მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერს ინფორმაციით, ხვალ უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება, სადაც მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.

გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.
„ბლუმბერგი“ - აშშ რამდენიმე საათში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლის შესახებ განაცხადებს

„ბლუმბერგი“ - აშშ რამდენიმე საათში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლის შესახებ განაცხადებს

მამუკა ბახტაძე:  ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია მთავრობის პირველივე სხდომაზე იქნება მიღებული

მამუკა ბახტაძე: ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია მთავრობის პირველივე სხდომაზე იქნება მიღებული

მამუკა ბახტაძის ინიციატივა, რომ შეიქმნას ახალი საბაჟო-საგადასახადო კოდექსი, ძალიან კარგი სიგნალია ბიზნესისთვის

მამუკა ბახტაძის ინიციატივა, რომ შეიქმნას ახალი საბაჟო-საგადასახადო კოდექსი, ძალიან კარგი სიგნალია ბიზნესისთვის

სადაც შესაძლებელია, თმენის ვალდებულებას მაქსიმალურად ვიყენებთ

სადაც შესაძლებელია, თმენის ვალდებულებას მაქსიმალურად ვიყენებთ

მამუკა ბახტაძის განცხადებით, პრემიერის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს გუნდი და არა ბიძინა ივანიშვილი

მამუკა ბახტაძის განცხადებით, პრემიერის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს გუნდი და არა ბიძინა ივანიშვილი

გიგა ბოკერია: „ქართული ოცნების“ პირობებში მცირე მთავრობის ხედვა კომიკურია

გიგა ბოკერია: „ქართული ოცნების“ პირობებში მცირე მთავრობის ხედვა კომიკურია

აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას, არ ემორჩილებოდით, განმეორდება იგივე და იგივე შედეგი იქნება

აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას, არ ემორჩილებოდით, განმეორდება იგივე და იგივე შედეგი იქნება

ადასტურებთ თუ არა, რომ 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ 20 000 ლარი შესწირეთ?

ადასტურებთ თუ არა, რომ 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ 20 000 ლარი შესწირეთ?

სარეკლამო ბანერი
1000 X 80