მომავალ პრემიერთან დაკავშირებით გუნდში ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ამ საკითხზე მსჯელობა ამ მომენტიდანვე დაიწყება

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

მომავალ პრემიერთან დაკავშირებით გუნდში ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ამ საკითხზე მსჯელობა ამ მომენტიდანვე დაიწყება

მომავალ პრემიერთან დაკავშირებით გუნდში ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ამ საკითხზე მსჯელობა ამ მომენტიდანვე დაიწყება
ipn

2018-06-13 20:22:01

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან პრემიერ-მინისტრის გადადგომას კავშირი არ აქვს. 

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრის გადადგომის ძირითადი მიზეზი ეკონომიკური საკითხებია. 

„მოვლენებთან, რომელიც ტრაგიკული ფაქტის გამოყენებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწარმოა, პრემიერ-მინისტრის გადადგომას არ აქვს კავშირი. საუბარი იყო ბოლო პერიოდში ეკონომიკურ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის რეალურ გზებზე“, - განაცხადა მდინარაძემ. 

მისივე თქმით, „ქართული ოცნების პოლიტიკა, იყო წარმატებული და საკითხი დგას ასე - მეტი დინამიკა, უფრო სწრაფი განვითარება, რეალურ გამოწვევებზე, რასაც ბოლო დროის კვლევები აჩვენებს, ადეკვატური და სწორი პასუხი. 

„სწორი პოლიტიკა იყო პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის პერიოდში, მაგრამ ახალი ენერგია არასდროს არის ცუდი. გუნდს ყოველთვის სჭირდება განახლება, ახალი სისხლი და ადეკვატური პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა“, - აღნიშნა მდინარაძემ. 

ფრაქციის ლიდერი ვარაუდობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენისთვის ერთ კვირიანი ვადა არ დასჭირდება და ეს უფრო ადრე მოხდება. მისივე თქმით, მომავალ პრემიერთან დაკავშირებით გუნდში ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ამ საკითხზე მსჯელობა „ამ მომენტიდანვე“ დაიწყება. 

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია.
როცა პარტიის შემომწირველი თანამდებობაზე ინიშნება, ეს არის კორუფცია

როცა პარტიის შემომწირველი თანამდებობაზე ინიშნება, ეს არის კორუფცია

პუტინს აშშ-სთან ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანა სურს, თუმცა მათი მხრიდან ანალოგიური სურვილის არარსებობის შემთხვევაში გლოვას არავინ დაიწყებს

პუტინს აშშ-სთან ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანა სურს, თუმცა მათი მხრიდან ანალოგიური სურვილის არარსებობის შემთხვევაში გლოვას არავინ დაიწყებს

ლიბანი რუსულ კომპანიებს გაზისა და ნავთობის მოპოვებაზე ტენდერში მონაწილეობას სთავაზობს

ლიბანი რუსულ კომპანიებს გაზისა და ნავთობის მოპოვებაზე ტენდერში მონაწილეობას სთავაზობს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დამატებითი რეგისტრაციისთვის საბუთების მიღება დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დამატებითი რეგისტრაციისთვის საბუთების მიღება დაიწყო

თბილისის მერია სიმონ ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია სიმონ ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს

მერაბ ჭანუყვაძე გადმოვა თბილისში - სუბარი გურიის ყოფილ გუბერნატორზე საუბრობს

მერაბ ჭანუყვაძე გადმოვა თბილისში - სუბარი გურიის ყოფილ გუბერნატორზე საუბრობს

„ქართული ოცნების“ შემომწირველი და მხარდამჭერი ზურაბ ნასარაია გურიის გუბერნატორი გახდა - ნასარაია ​"მოქალაქეთა კავშირის" ყოფილი წევრია

„ქართული ოცნების“ შემომწირველი და მხარდამჭერი ზურაბ ნასარაია გურიის გუბერნატორი გახდა - ნასარაია ​"მოქალაქეთა კავშირის" ყოფილი წევრია

ანგელა მერკელი საქართველოში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩამოდის და ეს მნიშვნელოვანი გზავნილია

ანგელა მერკელი საქართველოში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩამოდის და ეს მნიშვნელოვანი გზავნილია


სარეკლამო ბანერი
1000 X 80