საქართველოს მოსახლეობა 28%-ით მცირდება, როცა აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა - 7%-ით იზრდება

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

საქართველოს მოსახლეობა 28%-ით მცირდება, როცა აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა - 7%-ით იზრდება

საქართველოს მოსახლეობა 28%-ით მცირდება, როცა აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა - 7%-ით იზრდება
ipn

2018-05-16 22:23:58

დემოგრაფიული კრიზისის მიუხედავად, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სახეზეა, თუკი პოლიტიკა სწორად წარიმართება, შედეგი დადებითი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრისა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. 

“გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, 2050 წლისათვის საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება. აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა - 7%-ით იზრდება. საქართველოს მოსახლეობა კი პირიქით - 28%-ით მცირდება, რაც 1 170 000 ადამიანს შეადგენს. ამასთან, ხანდაზმულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად ჭარბობს ბავშვთა რაოდენობას. ცალკე პრობლემაა ერის დაბერება. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით, მეზობელ ქვეყნებს - სომხეთს 6%-ით, ხოლო აზერბაიჯანს - 14%-ით ვუსწრებთ, თურქეთს - 11%-ით. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობას აღემატება. ქვეყნებს შორის მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების კუთხით, საქართველო მე-16 ადგილზეა, შობადობით კი - 174-ე ადგილზე. ამ სურათით კავკასიაში დისბალანსი შეინიშნება. თუ კავკასიაში ყოველი მესამე მოქალაქე ქართველი იყო, დღეს ყოველი მეექვსეა. ჩვენი მეზობლების რაოდენობის ზრდას მივესალმებით, თუმცა ეს მონაცემები რეგიონალურ ჭრილში საკმაოდ საყურადღებოა“, - განაცხადა ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე. 

რაც შეეხება თავად კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი. ხუნდაძის განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი ბავშვი, ელექტროენერგიის სუბსიდიის სახით მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთი ან მეტშვილიანი ოჯახი მეხუთე და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს. 

დეპუტატის ინფორმაციით, 2014 წლის აღწერით საქართველოში 12 369 ოჯახია, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს. “საქართველოში 9 316 ოჯახია, სადაც ოთხი ბავშვი ცხოვრობს. მათ ელექტროენერგიის მოხმარებაზე თვეში 20-ლარიანი შეღავათი ექნებათ, რაც ჯამში, 2 235 840 ლარია. 5-ბავშვიანი ოჯახები კი 2 190-ია. მათ თვეში 30 ლარის შეღავათი (20 ლარს + 10 ლარი მე-5 ბავშვისთვის) ექნებათ, რაც მთლიანობაში 788 400 ლარს შეადგენს. 6 ბავშვისგან შემდგარი ოჯახი 583-ია, ისინი თვეში 40-ლარიან შეღავათს მიიღებენ, რაც მთლიანობაში 280 000 ლარია, ხოლო 7 და მეტშვილიანი ოჯახები 280-ია და ჯამში თანხა 184 560 ლარს შეადგენს. ყველა კატეგორიაზე თანხის საერთო მოცულობა დაახლოებით 3 489 000 ლარია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეღავათი სოციალურად დაუცველების ქულებზე გავლენას არ მოახდენს. ხუნდაძის განმარტებით, შეღავათს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც რეგისტრირებული იქნებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ისა. ხუნდაძის ინფორმაციით, თებერვლის მონაცემებით, ბაზაში რეგისტრირებულია 7 525 მრავალშვილიანი ოჯახი, რომელთა 99.8%-ს აქვს 300 000 და ნაკლები ქულა. 
 საპრეზიდენტო კანდიდატზე გუნდში მიმდინარეობს არა მხოლოდ კომუნიკაცია, არამედ, მე ვიტყოდი, დისკუსიაც

საპრეზიდენტო კანდიდატზე გუნდში მიმდინარეობს არა მხოლოდ კომუნიკაცია, არამედ, მე ვიტყოდი, დისკუსიაც

პრემიერ-მინისტრმა მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

პრემიერ-მინისტრმა მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

სამგორის რაიონში 10 საცხოვრებელი სახლის სახურავი შეიცვალა

სამგორის რაიონში 10 საცხოვრებელი სახლის სახურავი შეიცვალა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტები დიდუბეში 11 მისამართზე დაფინანსდა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტები დიდუბეში 11 მისამართზე დაფინანსდა

სოსო გოგაშვილი თანამდებობიდან გადადგა

სოსო გოგაშვილი თანამდებობიდან გადადგა

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ღვინის აღმართზე მოძრაობა შეიზღუდა

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ღვინის აღმართზე მოძრაობა შეიზღუდა

ყაზბეგის გამზირზე  სკვერი მოეწყობა

ყაზბეგის გამზირზე სკვერი მოეწყობა

თუ მერკელს ყველაფერში თავს დავუქნევთ და ვეტყვით, რომ არ შევაწუხებთ ჩვენი არსებობით, მაშინ აღარასდროს ჩამოვა და ჩათვლის, რომ გინდ ყოფილა საქართველო, გინდა არა

თუ მერკელს ყველაფერში თავს დავუქნევთ და ვეტყვით, რომ არ შევაწუხებთ ჩვენი არსებობით, მაშინ აღარასდროს ჩამოვა და ჩათვლის, რომ გინდ ყოფილა საქართველო, გინდა არა


სარეკლამო ბანერი
1000 X 80