ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე, თბს-ი ბანკის გარდა, ყველა ბანკის პრეზიდენტი მივიდა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე, თბს-ი ბანკის გარდა, ყველა ბანკის პრეზიდენტი მივიდა

ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე, თბს-ი ბანკის გარდა, ყველა ბანკის პრეზიდენტი მივიდა
for.ge

2018-04-16 17:42:24

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძისა და საბანკო სექტორის დღეს გამართულ შეხვედრაზე  „თბს“-ი ბანკის გარდა, ყველა ბანკის პრეზიდენტი მივიდა. შეხვედრაზე, რომელზეც სასტარტო კაპიტალის რეფორმისა და ჭარბვალიანობის პრობლემის შესახებ ისაუბრეს, ბანკებმა სამართლიანი თამაშის წესების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვეს. 

როგორც ბანკის  დირექტორებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროსა და საბანკო სექტორს შორის საკმაოდ საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მათივე თქმით, ყველას ინტერესშია, იმ პარამეტრების დროულად გამოვლენა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ და საბანკო სექტორმა ერთობლივი მუშაობით არსებული პრობლემები უნდა აღმოფხვრან. 

საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა, იმედი გამოთქვეს, რომ  სასტარტო კაპიტალის რეფორმის განხორციელების შედეგად, შემცირდება რისკები და საპროცენტო განაკვეთები სესხებისთვის, რაც ბიზნესისთვის დამატებით ფინანსურ რესურსებს ხელმისაწვდომს გახდის. 

მათივე თქმით, ფინანსთა მინისტრის მიერ დაანონსებული რეფორმა საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაში. 

მამუკა ბახტაძის უწყებაში დღეს გამართულ შეხვედრაზე ჭარბვალიანობის პრობლემის შესახებაც იმსჯელეს. საბანკო სექტორის წარმნომადგენლების თქმით, ამ მიმართულებითაც  კონკრეტული ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებიც  დადებით შედეგს გამოიღებს.
მარგველაშვილი თუ დააყენებს კანდიდატურას, დარწმუნებული ვარ, მეც რომ დავაყენო საკუთარი კანდიდატურა, ნამდვილად მოვუგებ

მარგველაშვილი თუ დააყენებს კანდიდატურას, დარწმუნებული ვარ, მეც რომ დავაყენო საკუთარი კანდიდატურა, ნამდვილად მოვუგებ

საოცარი განცხადება გააკეთა მარგველაშვილმა, ფაქტიურად გამოდის, რომ მსოფლიო თუ არა, მთელი სახელმწიფო მას ელოდება რას იტყვის

საოცარი განცხადება გააკეთა მარგველაშვილმა, ფაქტიურად გამოდის, რომ მსოფლიო თუ არა, მთელი სახელმწიფო მას ელოდება რას იტყვის

22 წელია საჯარო სამსახურში ვმუშაობ და ვფიქრობ, ცხოვრების ნაწილი ჩემს მცირეწლოვან შვილებსაც უნდა დავუთმო

22 წელია საჯარო სამსახურში ვმუშაობ და ვფიქრობ, ცხოვრების ნაწილი ჩემს მცირეწლოვან შვილებსაც უნდა დავუთმო

დონალდ ტრამპი ამერიკული მედიის ნაწილზე: ფარისევლები!

დონალდ ტრამპი ამერიკული მედიის ნაწილზე: ფარისევლები!

ივერთუბნის დასახლებაში აგიაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

ივერთუბნის დასახლებაში აგიაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

გიორგი მღებრიშვილი არის კლასიკური მაგალითი იმისა, როდესაც არაფრის გამკეთებელი თანამდებობის პირების დაბინავება ხდება მაღალანაზღაურებად სამსახურში

გიორგი მღებრიშვილი არის კლასიკური მაგალითი იმისა, როდესაც არაფრის გამკეთებელი თანამდებობის პირების დაბინავება ხდება მაღალანაზღაურებად სამსახურში

მე მოგნი, რეალურად მარგველაშვილი არის საარჩევნო სტრესში და ფიქრობს ბევრს, მიიღოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა

მე მოგნი, რეალურად მარგველაშვილი არის საარჩევნო სტრესში და ფიქრობს ბევრს, მიიღოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა

გიორგი მარგველაშვილს ჰგონია, რომ ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს

გიორგი მარგველაშვილს ჰგონია, რომ ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს


სარეკლამო ბანერი
1000 X 80