თბილისის მერიის განცხადება

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერიის განცხადება
for.ge

2018-03-13 16:26:05

გვსურს, კომპანია "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებაში გაჩენილ დამატებით შეკითხვებს გამოვეხმაუროთ და კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან, პარკირების სისტემის რეგულირებას უწყვეტ რეჟიმში თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

2018 წლის 10 აპრილამდე, პარკირების საფასურის გადახდა "სითი პარკის" ანგარიშზე, ჩვეულ რეჟიმში მოხდება. გადახდილი საფასური 10 აპრილის შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ანგარიშში აისახება და მოქალაქეებს თანხის ხელმეორედ გადახდა არ მოუწევთ. 2018 წლის 10 აპრილის შემდგომ პარკირების საფასურის გადახდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მითითებულ ანგარიშზე მოხდება, რის შესახებაც მოქალაქეებს წინასწარ ეცნობებათ. 2018 წლის 10 აპრილამდე სამართალდარღვევებზე, ჯარიმას კვლავ "სითი პარკი" გამოწერს, რომლის გადახდაც სავალდებულო იქნება და განხორციელდება საჯარიმო ქვითარზე მითითებულ ანგარიშზე. 10 აპრილიდან დაჯარიმებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება 10 აპრილამდე კომპანია "სითი პარკის" მეშვეობით განხორციელდება, 10 აპრილიდან კი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, როგორც აქამდე, სანქცია 10-დან 150 ლარამდე გაიზრდება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება.

პარკირების წესების დარღვევის გამო ევაკუირებული ავტომანქანა 10 აპრილამდე დარჩენილ პერიოდში, კომპანია "სითი პარკის" მიერ აქამდე დაგეგმილ ლოკაციებზე იქნება გადაყვანილი, ხოლო 10 აპრილის შემდეგ, ევაკუაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია წინასწარ გაცხადებულ ლოკაციებზე განახორციელებს. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კომპანია "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტა პარკირების საფასურის ან საჯარიმო სანქციების ოდენობის ცვლილებას არ იწვევს. შესაბამისად, პარკირების საფასურის გადახდა იმავე პრინციპითა და ოდენობით განხორციელდება, როგორც აქამდე ხდებოდა.

 
როცა პარტიის შემომწირველი თანამდებობაზე ინიშნება, ეს არის კორუფცია

როცა პარტიის შემომწირველი თანამდებობაზე ინიშნება, ეს არის კორუფცია

პუტინს აშშ-სთან ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანა სურს, თუმცა მათი მხრიდან ანალოგიური სურვილის არარსებობის შემთხვევაში გლოვას არავინ დაიწყებს

პუტინს აშშ-სთან ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანა სურს, თუმცა მათი მხრიდან ანალოგიური სურვილის არარსებობის შემთხვევაში გლოვას არავინ დაიწყებს

ლიბანი რუსულ კომპანიებს გაზისა და ნავთობის მოპოვებაზე ტენდერში მონაწილეობას სთავაზობს

ლიბანი რუსულ კომპანიებს გაზისა და ნავთობის მოპოვებაზე ტენდერში მონაწილეობას სთავაზობს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დამატებითი რეგისტრაციისთვის საბუთების მიღება დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დამატებითი რეგისტრაციისთვის საბუთების მიღება დაიწყო

თბილისის მერია სიმონ ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია სიმონ ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს

მერაბ ჭანუყვაძე გადმოვა თბილისში - სუბარი გურიის ყოფილ გუბერნატორზე საუბრობს

მერაბ ჭანუყვაძე გადმოვა თბილისში - სუბარი გურიის ყოფილ გუბერნატორზე საუბრობს

„ქართული ოცნების“ შემომწირველი და მხარდამჭერი ზურაბ ნასარაია გურიის გუბერნატორი გახდა - ნასარაია ​"მოქალაქეთა კავშირის" ყოფილი წევრია

„ქართული ოცნების“ შემომწირველი და მხარდამჭერი ზურაბ ნასარაია გურიის გუბერნატორი გახდა - ნასარაია ​"მოქალაქეთა კავშირის" ყოფილი წევრია

ანგელა მერკელი საქართველოში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩამოდის და ეს მნიშვნელოვანი გზავნილია

ანგელა მერკელი საქართველოში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩამოდის და ეს მნიშვნელოვანი გზავნილია


სარეკლამო ბანერი
1000 X 80