გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
მთავარი

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
ipn.ge

2018-02-13 17:20:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა როზარია პულისის ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

გიორგი კვირიკაშვილმა როზარია პულისის ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მათივე ცნობით, აღინიშნა, პროცესში ახალი დინამიკის აუცილებლობა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

საუბრისას ხაზი გაესვა ნატო-ს პროექტებს საქართველოში, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად ხორციელდება და ამ ნაწილში, ქართული მხარის ეფექტურ მუშაობაზე გამახვილდა ყურადღება.

როზარია პულისის შეფასებით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობის ინფორმირებულობა, თუ რა ეტაპზე იმყოფება საქართველო და რა პროგრესი აქვს ქვეყანას ნატო-სთან თანამშრომლობის პროცესში.

საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალი ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა დაიგეგმება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნის მთავარი მიზანი და პრიორიტეტია.
მეუფე შიო:  თუ მარხვა სიმდაბლის ნაცვლად ამპარტავნებად გექცა, ამას სჯობს ყოველდღე ხორცი ჭამო

მეუფე შიო: თუ მარხვა სიმდაბლის ნაცვლად ამპარტავნებად გექცა, ამას სჯობს ყოველდღე ხორცი ჭამო

თუკი არ ისწავლი მიტევებას, რამდენიც გინდა იმარხულე, ილოცე, თუ გნებავს, ეკლესიაში იცხოვრე - აზრი არ აქვს

თუკი არ ისწავლი მიტევებას, რამდენიც გინდა იმარხულე, ილოცე, თუ გნებავს, ეკლესიაში იცხოვრე - აზრი არ აქვს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ტერაქტი აღკვეთეს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ტერაქტი აღკვეთეს

სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგარადი ამინდი შენარჩუნდება

სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგარადი ამინდი შენარჩუნდება

ირანში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ირანში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და მიმდინარე მილიტარიზაცია დღესაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს

ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და მიმდინარე მილიტარიზაცია დღესაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს

საქართველი იქცა ლიდერად რეგიონში სტაბილური ევროპული დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით

საქართველი იქცა ლიდერად რეგიონში სტაბილური ევროპული დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით

ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება რჩება საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტად

ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება რჩება საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტად

სარეკლამო ბანერი
1000 X 80