თბილისის მერი ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას გაეცნო
მთავარი

თბილისის მერი ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

თბილისის მერი ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას გაეცნო
for.ge

2018-02-13 15:13:08

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.  კახა კალაძემ თავშესაფარში არსებული ვეტერინარული ინვენტარი დაათვალიერა და თანამშრომლებისგან სააგენტოს საქმიანობაზე ინფორმაცია მოისმინა.  

თბილისის მერის განცხადებით, თავშესაფარში არსებულ გაუსაძლის პირობებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ცხოველთა პოპულაციის ეფექტური მართვისა და განვითარების  მიზნით კი,   სააგენტოში ახალი პროექტების განხორციელება იგეგმება. 

„ბოლო დღეების განმავლობაში, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს აქ გაუსაძლისი პირობები იყო. გავრცელებული იყო ჭირი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.   რაც შეეხება ცხოველების მონიტორინგს, რა თქმა უნდა, აქ გარკვეული ცვლილებებია დაგეგმილი. უახლოეს მომავალში, წარმოდგიდგენთ ახალ ხელმძღვანელობას, რის  შემდეგაც, რეფორმების განხორციელებას დავიწყებთ. ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, რომ ყველა ის პრობლემა მოვაგვაროთ, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს“, -  განაცხადა კახა კალაძემ და თავშესაფრიდან მეტისის ჯიშის ლეკვი წამოიყვანა.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე მაია ბითაძე და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

                  

 

 

 
მცხეთაში ხვალ ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ

მცხეთაში ხვალ ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ

მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა

მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა

დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ

დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში სტაბილურობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში სტაბილურობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს

ამბროლაურის აეროპორტის არსებობა მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის

ამბროლაურის აეროპორტის არსებობა მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის

გიორგი კვირიკაშვილი:  რაჭა-ლეჩხუმი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ აქ სიცოცხლე ჩქეფდეს და დუღდეს

გიორგი კვირიკაშვილი: რაჭა-ლეჩხუმი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ აქ სიცოცხლე ჩქეფდეს და დუღდეს

გიორგი კვირიკაშვილი ნოვრუზ მამედოვს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

გიორგი კვირიკაშვილი ნოვრუზ მამედოვს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

ჩვენ პარტიას ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება

ჩვენ პარტიას ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80