თბილისის მერი სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას დაესწრო
მთავარი

თბილისის მერი სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას დაესწრო

თბილისის მერი სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას დაესწრო
for.ge

2018-02-13 14:27:38

თბილისის მერმა კახა კალაძემ კონფერენციაში - „თბილისის მომავალი: მდგრადი განვითარება, თუ კრიზისი?“ მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქალაქის მთავრობა არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობისთვის მზადაა, რადგან ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტები ერთობლივად, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

„მჯერა და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი დედაქალაქისთვის, რა თქმა უნდა, თქვენი დახმარებითა და ჩართულობით, ძალიან ბევრ სასიკეთო და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ, რადგან გვინდა, მშენებლობის პროცესში მხოლოდ მერისა და მერიის სამსახურები არ იყვნენ ჩართული. როდესაც ჩვენი უფლებამოსილება დასრულდება, ვიტყვით, რომ არა მერმა და მერიამ განახორციელა ეს პროექტები, არამედ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი ერთად გავაკეთეთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 თბილისის მერმა კონფერენციის მონაწილეებს სურვილის შემთხვევაში, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის განხილვის პროცესში ჩართვა შესთავაზა. მისი თქმით, დოკუმენტის მიღების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე თბილისის ურბანული განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა იმსჯელეს. საუბარი ქალაქის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობებს შეეხო.

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ კონფერენციაზე ქალაქის ეკონომიკური განვითარების ხედვის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა.
მე ამ ნარკოტიკის საწინააღმდეგო კამპანიის სათავეში ვიქნები

მე ამ ნარკოტიკის საწინააღმდეგო კამპანიის სათავეში ვიქნები

თაჯან ილდემი: ნატოს მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

თაჯან ილდემი: ნატოს მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

"Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში, 2018 წელს საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორისაა"

"Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში, 2018 წელს საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორისაა"

სოფო კილაძე: Numbeo-ს მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად დასახელება დიდი მიღწევა და შედეგია

სოფო კილაძე: Numbeo-ს მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად დასახელება დიდი მიღწევა და შედეგია

არჩილ თალაკვაძე:  უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს ხელშესახები წარმატება აქვს

არჩილ თალაკვაძე: უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს ხელშესახები წარმატება აქვს

ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ვანო მერაბიშვილიც ყველა მოქალაქისთვის გარანტირებული სამედიცინო სტანდარტით სარგებლობდეს

ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ვანო მერაბიშვილიც ყველა მოქალაქისთვის გარანტირებული სამედიცინო სტანდარტით სარგებლობდეს

საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო სისტემის განვითარების მხრივ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა

საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო სისტემის განვითარების მხრივ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა

არ არის გასაკვირი, რომ 2012 წლის შემდეგ წინა ხელისუფლება ყველა არჩევნებში დამარცხდა

არ არის გასაკვირი, რომ 2012 წლის შემდეგ წინა ხელისუფლება ყველა არჩევნებში დამარცხდა


სარეკლამო ბანერი
1000 X 80