გია ვოლსკი: საქართველო მიმართავს ნებისმიერ ქვეყანას, სადაც სააკაშვილი იქნება
მთავარი

გია ვოლსკი: საქართველო მიმართავს ნებისმიერ ქვეყანას, სადაც სააკაშვილი იქნება

გია ვოლსკი:  საქართველო მიმართავს ნებისმიერ ქვეყანას, სადაც სააკაშვილი იქნება
ipn.ge

2018-02-13 13:57:13

საქართველო მიმართავს ნებისმიერ ქვეყანას, სადაც იქნება მიხეილ სააკაშვილი იმ დასაბუთებით, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გააჩნია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

კითხვაზე, მოიხოვს თუ არა საქართველო ამჯერად პოლონეთისგან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციას, გია ვოლსკი აცხადებს, რომ "რასაკვირველია, ექსტრადირებასთან დაკავშირებით თემა აქტუალურია და დღის წესრიგიდან არ მოხსნილა".

რაც შეეხება მოლოდინს, რამდენად მოხდება მისი ექსტრადირება, გია ვოლსკის განცხადებით, მოლოდინებზე ლაპარაკი ვითარების შესაბამისი არ არის.

"მოლოდინი შეიძლება გქონდეს განხილვის, მაგრამ მოლოდინი საბოლოო გადაწყვეტილების უნდა გქონდეს იმ შემთხვევაში თუ ზუსტად იცი პრაქტიკა, რომელსაც ეს ქვეყანა მიჰყვება. ასეთი პრაქტიკა არ არსებობს, ასე რომ დაველოდოთ", - განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის განცხადებით, ქართული მხარის აქტივობა ხშირ შემთხვევაში არ არის განმაპირობებელი იმ გადაწყვეტილების, რასაც სუვერენული ქვეყნა იღებს.

"უკვე 2006 წლიდან პირადად მე, ჩემს მეგობრებს გაგვიჩნდა სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიდიოდა სამშვიდობო გეგმის რეალიზაცია, რომელსაც დასავლეთი გვთავაზობდა და საკმაოდ ცუდი სურათი დაიხატა, რაც 2008 წლის ომით დაგვირგვინდა ჩვენთვის სამწუხარო შედეგებით. ეს არის სერიოზული შეფასება იმ მოქმედების და საქციელის, რაც სააკაშვილს ჰქონდა. არის კიდევ მეორე მხარე, რომელიც აბსოლუტურად არასერიოზულ ადამიანს წარმოგვიდგენს, რომელსაც თავისი დღის წესრიგი აქვს, თავისი ცხოვრების და პოპულიზმის რაღაც მწვერვალებზეა ასული, თუმცა ამის შედეგი როგორც ვხედავთ, საკმაოდ დაბალია", - განაცხადა ვოლსკიმ.
მეუფე შიო:  თუ მარხვა სიმდაბლის ნაცვლად ამპარტავნებად გექცა, ამას სჯობს ყოველდღე ხორცი ჭამო

მეუფე შიო: თუ მარხვა სიმდაბლის ნაცვლად ამპარტავნებად გექცა, ამას სჯობს ყოველდღე ხორცი ჭამო

თუკი არ ისწავლი მიტევებას, რამდენიც გინდა იმარხულე, ილოცე, თუ გნებავს, ეკლესიაში იცხოვრე - აზრი არ აქვს

თუკი არ ისწავლი მიტევებას, რამდენიც გინდა იმარხულე, ილოცე, თუ გნებავს, ეკლესიაში იცხოვრე - აზრი არ აქვს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ტერაქტი აღკვეთეს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ტერაქტი აღკვეთეს

სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგარადი ამინდი შენარჩუნდება

სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგარადი ამინდი შენარჩუნდება

ირანში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ირანში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და მიმდინარე მილიტარიზაცია დღესაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს

ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და მიმდინარე მილიტარიზაცია დღესაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს

საქართველი იქცა ლიდერად რეგიონში სტაბილური ევროპული დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით

საქართველი იქცა ლიდერად რეგიონში სტაბილური ევროპული დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით

ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება რჩება საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტად

ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება რჩება საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტად

სარეკლამო ბანერი
1000 X 80