საქართველოს საპატრიარქო ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერბეთის პატრიარქთან შეხვედრის საკითხს არკვევს
მთავარი

ipn.ge

2018-01-13 21:08:24

საქართველოს საპატრიარქო ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სერბეთის პატრიარქთან შეხვედრის საკითხს არკვევს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს დაკავშირება სერბეთის საპატრიარქოსთან, რათა მოხდეს აღნიშნული საკითხის გარკვევა. 

„ჯერჯერობით ამას გარკვევა სჭირდება, რა მოხდა, როგორ იყო და საპატრიარქო ამ ყველაფერს არკვევს“, - განაცხადა ზვიდაძემ. 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა. ამის შესახებ სააგენტო „რესს“ ბიბილოვის პრესმდივანმა დინა გასიევამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, შეხვედრა სერბეთის პატრიარქის რეზიდენციაში გაიმართა.

„პრეზიდენტმა მის უწმინდესობას აუდიენციისთვის მადლობა გადაუხადა და მას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც მართლმადიდებლობა სამხრეთ ოსეთის ხალხის ისტორიაში და თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ასრულებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მართლმადიდებლობის პრიორიტეტული როლი ასახულია რესპუბლიკის კონსტიტუციაში“, - განაცხადა გასიევმა.

”პატრიარქ ირინეოსმა, თავის მხრივ, ანატოლი ბიბილოვს და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მშვიდობა, სიკეთე და აყვავება უსურვა”,- აღნიშნავენ ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურში.

როგორც ცნობილია, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალ სერბთა რესპუბლიკაში 8-13 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა. ”ვიზიტის” ფარგლებში ბიბილოვი ასევე სერბთა პრეზიდენტ მილორად დოდიკს შეხვდა.
პირობას გაძლევთ, დღეიდან, აუცილებლად გადავხედავ ჩემ გადაწყვეტილებას გადაცემასთან დაკავშირებით (ვიდეო)

პირობას გაძლევთ, დღეიდან, აუცილებლად გადავხედავ ჩემ გადაწყვეტილებას გადაცემასთან დაკავშირებით (ვიდეო)

თოფაძის კომპანია „ყაზბეგი“, შესაძლოა გაიყიდოს

თოფაძის კომპანია „ყაზბეგი“, შესაძლოა გაიყიდოს

შეწყალების კომისიის სხდომა მოულოდნელად შეწყდა - რა გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა?

შეწყალების კომისიის სხდომა მოულოდნელად შეწყდა - რა გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა?

პირდაპირ ვამბობ, მომღიმარი ულვაშების უკან, რომელიც ამ მაქცია ვაშაძეს აქვს, დგას ვოვა პუტინი

პირდაპირ ვამბობ, მომღიმარი ულვაშების უკან, რომელიც ამ მაქცია ვაშაძეს აქვს, დგას ვოვა პუტინი

ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალებით პოლიტიკური სპეკულაცია ამორალურია

ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალებით პოლიტიკური სპეკულაცია ამორალურია

მამუკა ბახტაძემ უშგულში მცხოვრები 13 წლის გიდი გიორგი ქოჩქიანი „მთის შვილის“ წოდებით დააჯილდოვა

მამუკა ბახტაძემ უშგულში მცხოვრები 13 წლის გიდი გიორგი ქოჩქიანი „მთის შვილის“ წოდებით დააჯილდოვა

უცნაური ძარცვა თბილისში – მანქანა გატეხეს, საიდანაც მხოლოდ საღეჭი რეზინი და ხელსახოცი მოიპარეს

უცნაური ძარცვა თბილისში – მანქანა გატეხეს, საიდანაც მხოლოდ საღეჭი რეზინი და ხელსახოცი მოიპარეს

საპატრიარქოს სპეციალური განცხადება - "საკონსტიტუციო სასამართლომ შექმნა ხალხში დაძაბულობა"

საპატრიარქოს სპეციალური განცხადება - "საკონსტიტუციო სასამართლომ შექმნა ხალხში დაძაბულობა"

სარეკლამო ბანერი
1000 X 80