რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის С-400 „ტრიუმფის“ საბრძოლო დანაყოფებმა სევასტოპოლის ახლოს მორიგეობა დაიწყეს
მთავარი

ipn.ge

2018-01-13 15:16:47

რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის С-400 „ტრიუმფის“ საბრძოლო დანაყოფებმა სევასტოპოლის ახლოს, ფიოლენტის კონცხზე მორიგეობა დაიწყეს, - ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.

რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტის ვიქტორ სევასტიანოვის თქმით, კომპლექსის სამხედრო მზადყოფნაში მოყვანა 5 წუთშია შესაძლებელი და მნიშვნელოვნად გააძლიერებს ყირიმის საჰაერო თავდაცვას.

რამდენიმე დღით ადრე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით რუსეთი საკუთარი საზღვრების დაცვას ცდილობდა.

„ჩვენ ვიცით, რომ გრძელდება, როგორც პროვოკაციული ქმედებები რუსეთისა და უკრაინის საზღვარზე ყირიმის რაიონში, ისე დივერსიის მცდელობები. ამიტომაც რუსეთის მხრიდან საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები ვინმეს მიმართ საფრთხედ არ უნდა აღიქვან. ეს უნდა მიიღონ, როგორც რუსეთის მხრიდან სწორედ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რუსეთს ამის სრული სუვერენული უფლება აქვს“, - განაცხადა პესკოვმა.
ზურაბიშვილი: აღარ ვარ პატარა ბავშვი. ყველამ იცის ჩემი წარსული

USAID-ი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ პარტნიორად მიიჩნევს

ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ლამბერტო ზანიერის შეხვედრა ცესკოში

რუსული თვითმფრინავის კატასტროფა ტრაგიკული გარემოებების ჯაჭვს ჰგავს, 2015 წლის ინციდენტს არ უნდა შევადაროთ

თამარ ჩუგოშვილი:  საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობა გააღრმავოს

ცესკოს განცხადება მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე

ზღვის უბანში, სპორტული კომპლექსის მიმდებარედ გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა სრულდება

სოფიო ქაცარავა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები სოფელ ხურვალეთს ესტუმრნენ

სარეკლამო ბანერი
1000 X 80