აშშ ბირთვული შეთანხმების პირობებს დაიცავს, თუმცა არ მოითმენს ირანის სახიფათო ქმედებებს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

აშშ ბირთვული შეთანხმების პირობებს დაიცავს, თუმცა არ მოითმენს ირანის სახიფათო ქმედებებს

აშშ ბირთვული შეთანხმების პირობებს დაიცავს, თუმცა არ მოითმენს ირანის სახიფათო ქმედებებს
ipn.ge

2018-01-13 13:46:21

ამერიკის შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს მიაღწიოს იმას, რომ გაერო-მ ირანის სარაკეტო პროგრამის შემზღუდველი ზომები მიიღოს და თეირანთან ბირთვული შეთანხმების გადახედვის გარეშე სამხედრო ემბარგო გაამკაცროს, - ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელის, ნიკი ჰეილის განცხადებაში. აღნიშნული განცხადებით ის ეხმაურება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ირანისთვის შეერთებულ შტატებთან და სხვა მსოფლიო ლიდერებთან 2015 წელს ბირთვული შეთანხმების შედეგად მოხსნილი სანქციები არ აღდგა.

„პრეზიდენტმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა, რითაც ნათელი გახდა, რომ შეერთებული შტატები ირანის ბირთვული შეთანხმების პირობებს დაიცავს, თუმცა არ მოითმენს ირანის სახიფათო და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ. მისივე თქმით, შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ ამ საკითხს სხვა ქვეყნებიც დაუჭერენ მხარს.

„ჩვენ ვაპირებთ გაერო-ში ახალი საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევას, რათა გავამკაცროთ ირანის სარაკეტო პროგრამის საწინააღმდეგო საქმიანობა, გავაძლიეროთ შეიარაღების ემბარგო, დავძლიოთ ირანის მიერ ტერორიზმის დაფინანსება, ასევე ნათელი მოვფინოთ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს. ყველა ამ ნაბიჯის გადადგმა ირანთან ბირთვული შეთანხმების ფარგლებს გარეთ შეიძლება. ჩვენ არ უნდა მივცეთ ირანს უფლება, რომ ბირთვული შეთანხმების საფარქვეშ დაარღვიოს გაერო-ს რეზოლუციები და ყველა საერთაშორისო ნორმა“, - აღნიშნულია ნიკი ჰეილის განცხადებაში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების პირობები არ შეცვალა და უცვლელად დატოვა.
თბილისის მერი პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერი პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ

მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ

მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

თუკი ირაკლი ქადაგიძის და ზაზა ჭაიას დახმარება გიგა ბოკერიას სჭირდება, კი ბატონო, მშვიდობაში დაიხმარონ, მაგრამ არა საგამოძიებო კომისიის სახელით

თუკი ირაკლი ქადაგიძის და ზაზა ჭაიას დახმარება გიგა ბოკერიას სჭირდება, კი ბატონო, მშვიდობაში დაიხმარონ, მაგრამ არა საგამოძიებო კომისიის სახელით

ცხინვალში, რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის „აღიარების“ ათი წლის იუბილეზე პატრიარქ კირილს ელოდებიან

ცხინვალში, რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის „აღიარების“ ათი წლის იუბილეზე პატრიარქ კირილს ელოდებიან

ძალიან ნუ გაერთობით და იმ ხიბლში ნუ ჩავარდებით, რომ მართლა უმრავლესობაში გეგონოთ თავი

ძალიან ნუ გაერთობით და იმ ხიბლში ნუ ჩავარდებით, რომ მართლა უმრავლესობაში გეგონოთ თავი

ეკა ბესელიას მაშინაც კი, როდესაც უმცირესობაშია, სურს უმრავლესობის კანდიდატების დაბლოკვის საშუალება ჰქონდეს

ეკა ბესელიას მაშინაც კი, როდესაც უმცირესობაშია, სურს უმრავლესობის კანდიდატების დაბლოკვის საშუალება ჰქონდეს

პროკურორების პირად ინტერესს ნამდვილად ვერ ვხედავდი, განსაკუთრებით ლევანთან მიმართებაში

პროკურორების პირად ინტერესს ნამდვილად ვერ ვხედავდი, განსაკუთრებით ლევანთან მიმართებაში

სარეკლამო ბანერი
1000 X 80