კახა კალაძე: მაქვს ამბიცია, რომ ჩვენი დედაქალაქი ყველაზე ლამაზი და განათებული იყოს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

კახა კალაძე: მაქვს ამბიცია, რომ ჩვენი დედაქალაქი ყველაზე ლამაზი და განათებული იყოს

კახა კალაძე: მაქვს ამბიცია, რომ ჩვენი დედაქალაქი ყველაზე ლამაზი და განათებული იყოს
for.ge

2017-12-07 16:50:21

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საახალწლო განათებების შესყიდვასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დედაქალაქის მერიის მიზანია, თბილისი მსოფლიოს საუკეთესო დედაქალაქებს შორის ყოველთვის იყოს და უფრო მეტი გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალაქი გაცილებით ლამაზად განათდეს.

„ჩვენ არავის არაფრით ჩამოვუვარდებით - საახალწლო განათებებსაც გავაკეთებთ, ისე როგორც ეს ჩვენს დედაქალაქს სჭირდება, ეკოლოგიასაც მივხედავთ, ტრანსპორტსაც განვაახლებთ, მოვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, რეაბილიტაციას ჩავუტარებთ ძველ თბილისს და ამაში ვერავინ შეგვეწინააღმდეგება. მაქვს ამბიცია იმისა, რომ ჩემი დედაქალაქი ყველაზე ლამაზი და განათებული იყოს ევროპულ და ზოგადად, მსოფლიო ქალაქებს შორის. ამიტომ, ნამდვილად მიუღებელია ის აბსურდული განცხადებები, რაც გაკოტრებული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საახალწლო განათებების შესყიდვასთან დაკავშირებით, იტალიურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება სწორი გადაწყვეტილება იყო.

„კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. გასულ წელს, საახალწლოდ ლონდონი ამ კომპანიის მიერ იქნა მორთული. შესაბამისად, ჩვენც გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ ჩვენი დედაქალაქი ყველაზე საუკეთესო და ლამაზი იყოს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

 
მერკელის ვიზიტისას საქართველოში მიგრანტების განთავსების განხილვა ნაკლებად სავარაუდო მგონია

მერკელის ვიზიტისას საქართველოში მიგრანტების განთავსების განხილვა ნაკლებად სავარაუდო მგონია

პრემიერი ხვალ 6 რეგიონის ახალ რწმუნებულს წარადგენს

პრემიერი ხვალ 6 რეგიონის ახალ რწმუნებულს წარადგენს

სოსო ცინცაძე:   დავით უსუფაშვილი სულ ადვილად „გადაუვლის“ სალომე ზურაბიშვილს

სოსო ცინცაძე: დავით უსუფაშვილი სულ ადვილად „გადაუვლის“ სალომე ზურაბიშვილს

გრიბოედოვის ქუჩის N16-ში მდებარე ისტორიული შენობა კაპიტალურად გამაგრდება

გრიბოედოვის ქუჩის N16-ში მდებარე ისტორიული შენობა კაპიტალურად გამაგრდება

თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი ავტობუსისა და „კამაზის“შეჯახების შედეგად სტავროპოლის ოლქში დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი

თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი ავტობუსისა და „კამაზის“შეჯახების შედეგად სტავროპოლის ოლქში დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი

ცნობილი ხდება იმ გუბერნატორების ვინაობა, რომლებსაც პრემიერი წარადგენს

ცნობილი ხდება იმ გუბერნატორების ვინაობა, რომლებსაც პრემიერი წარადგენს

ბახმაროში მიმდინარე ღონისძიებებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრება

ბახმაროში მიმდინარე ღონისძიებებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრება

ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ფერიცვალების ღირსი გავხდეთ

ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ფერიცვალების ღირსი გავხდეთ


სარეკლამო ბანერი
1000 X 80