ადამიანის უფლებათა დაცვისა და საქმოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შშმ პირებს უმასპინძლა
მთავარი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და საქმოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შშმ პირებს უმასპინძლა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და საქმოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შშმ პირებს უმასპინძლა
for.ge

2017-12-07 16:46:31

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, შესაძლოა, პარლამენტში ტრადიციად დამკვიდრდეს ყოველწლიურად ადამიანის უფლებების კვირეულის გამართვა.

დღევანდელ შეხვედრაზე ბანკებში შშმ პირების უფლებების შესახებ ისუბრეს. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ საბანკო სექტორის წარმომადგენლები.

„არსებობს გარკვეული ხარვეზები ამ კუთხით და ჩვენი დიდი სურვილია, შშმ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ სხვადასხვა საბანკო სერვისით. ამიტომ კარგი ფორმატია, როცა ბანკების წარმომადგენლები და პარლამენტი თემთან ერთად იკრიბება და აღნისნულ საკითხს ერთობლივად განიხილავს",-განაცხადა სოფო კილაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, არის რამდენიმე გამოწვევა, რომლის გადაჭრაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„უსინათლო და მცირედ მხედველ, ზედა კიდურების პრობლემის მქონე და მობილურობის შეფერხების მქონე ადამიანებს ხშირად ექმნებათ პრობლემები ბანკომატებთან დაკავშირებით, ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი შშმ პირებს განიხილავდეს როგორც მომხმარებლებს და არა როგორც ბენეფიციარებს", -განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.

კომიტეტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას საბანკო სექტორთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად გააგრძელებს.

 

 
,,ეხლა ჩემი სამხედრო ფორმაში მოწოდება ვისაც არ გევასათ, ფუნიკულიორიდან მყისიერად მზარდი სიჩქარით გამოქანდით”

,,ეხლა ჩემი სამხედრო ფორმაში მოწოდება ვისაც არ გევასათ, ფუნიკულიორიდან მყისიერად მზარდი სიჩქარით გამოქანდით”

“ძვირიან საყვავილეებს ნუ მიადგებით, ოცნების ოფისის წინ გოგა ხაინდრავა იდგება და იაფად მოგყიდით…”

“ძვირიან საყვავილეებს ნუ მიადგებით, ოცნების ოფისის წინ გოგა ხაინდრავა იდგება და იაფად მოგყიდით…”

“ქოცებო, არც გაბედოთ  წინააღმდეგობის გაწევა, გია ცერცვაძე დაიკრძალება სწორედაც რომ მუხადგვერის სასაფლაოზე…”

“ქოცებო, არც გაბედოთ წინააღმდეგობის გაწევა, გია ცერცვაძე დაიკრძალება სწორედაც რომ მუხადგვერის სასაფლაოზე…”

„თავიდან მეგონა, რომ ეს ოპოზიციის გაკეთებული იყო“ - სოციოლოგი ზურაბიშვილის ახალ ბილბორდებზე

„თავიდან მეგონა, რომ ეს ოპოზიციის გაკეთებული იყო“ - სოციოლოგი ზურაბიშვილის ახალ ბილბორდებზე

ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, მას ვერ ექნება გამაერთიანებლის ფუნქცია, - კაკაჩია

ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, მას ვერ ექნება გამაერთიანებლის ფუნქცია, - კაკაჩია

ნინი ქარსელაძის ბანერი ზურაბიშვილის ნაცვლად - "დიდი მადლობა ნაცმოძრაობას ყურადღებისთვის"

ნინი ქარსელაძის ბანერი ზურაბიშვილის ნაცვლად - "დიდი მადლობა ნაცმოძრაობას ყურადღებისთვის"

"მთავრობაში გვყავს საქართველოს მტრები" - სანდრა რულოვსი

"მთავრობაში გვყავს საქართველოს მტრები" - სანდრა რულოვსი

"კარგად ვიცი, ვისი მომხრეა, ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?

"კარგად ვიცი, ვისი მომხრეა, ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?


სარეკლამო ბანერი
1000 X 80