სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მთავარი

სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ  განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
for.ge

2017-12-07 16:45:22

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიძის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე მუხლით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 13 მარტს, დაახლოებით 21 საათზე, ჭიათურის რაიონში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა. ა-მ  თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით სიძეს ს.ნ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით კისრისა და სახის  არეში მიაყენა ჭრილობები. მიღებული დაზიანებების შედეგად ს.ნ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ა.ა. დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ა.ა. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

 

 

 
არ იქნებოდა სწორი ყველა მოსამართლის გაშვება, თუმცა გაცილებით არასწორია ის, რაც მოხდა - მათი აღზევება

არ იქნებოდა სწორი ყველა მოსამართლის გაშვება, თუმცა გაცილებით არასწორია ის, რაც მოხდა - მათი აღზევება

თამაზ მოლაშვილი: მთელი ღამე ვბღაოდი ხოლმე, ახლაც მეტირება და ასეთ მოსამართლეებს ნიშნავენ უვადოდ

თამაზ მოლაშვილი: მთელი ღამე ვბღაოდი ხოლმე, ახლაც მეტირება და ასეთ მოსამართლეებს ნიშნავენ უვადოდ

მე არავითარი კითხვა არ მაქვს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძესთან - პირდაპირ ვდებ ბრალს, რომ ჩემი შვილი მან მოკლა

მე არავითარი კითხვა არ მაქვს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძესთან - პირდაპირ ვდებ ბრალს, რომ ჩემი შვილი მან მოკლა

ავსტრიიდან ოთხსულიანი ქართული ოჯახის დეპორტაცია იგეგმება

ავსტრიიდან ოთხსულიანი ქართული ოჯახის დეპორტაცია იგეგმება

ციურიხში სროლების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ციურიხში სროლების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე განცხადებას ავრცელებს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერიის განცხადება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80