პარლამენტის სპიკერმა დეცენტრალიზაციის საკითხები შვედური ორგანიზაციის ლიდერთან განიხილა
მთავარი

პარლამენტის სპიკერმა დეცენტრალიზაციის საკითხები შვედური ორგანიზაციის ლიდერთან განიხილა

პარლამენტის სპიკერმა დეცენტრალიზაციის საკითხები შვედური ორგანიზაციის ლიდერთან განიხილა
for.ge

2017-12-07 16:41:38

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონების საერთაშორისო ასოციაციის“ თავმჯდომარესთან მარი-ლუი რონნმარკსთან შეხვედრაზე დეცენტრალიზაციის საკითხები განიხილა.

შეხვედრაზე დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარებისა და ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში ამ მხრივ არსებული გამოწვევებიც განიხილეს. მარი-ლუი რონნმარკმა ქართულ მხარეს შვედეთის გამოცდილება გააცნო.

„შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონების საკითხთა საერთაშორისო ასოციაციის“ თავმჯდომარემ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა დაადასტურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ირინა ფრუიძემ განაცხადა, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში დეცენტრალიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა იგეგმება და ამ მხრივ, დღეს გამართული შეხვედრა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქართულ მხარესთან საუბრისას სხვადასხვა მიმართულებით დახმარების გაწევის მზადყოფნა გამოთქვა.

„გავმართეთ შეხვედრა შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციასთან. მათ დეცენტრალიზაციის მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვმუშაობთ დეცენტრალიზაციაზე, გვაქვს უახლოეს მომავალში გეგმები, რომ ამ მიმართულებით სერიოზულად წავიწიოთ წინ. ორგანიზაცია დაგვპირდა დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით, კომპეტენციების გაზრდის მიმართულებით. ვისაუბრეთ, თუ როგორ არის ფინანსური გადანაწილება ადგილობრივ რეგიონალურ და ნაციონალურ დონეზე, შემოსავლები, გადასახადები, ასევე, როგორ ხდება ხარჯების გადანაწილება. შვედეთში, ძირითადად, მუნიციპალურ დონეზე, ხარჯების დიდი ნაწილი განათლებაზე იხარჯება, ხოლო რეგიონულ დონეზე დიდი ნაწილი იხარჯება ჯანდაცვაზე. ჩვენთვის ეს საკმაოდ საინტერესო მოდელია, ასევე, ვისაუბრეთ პოლიტიკურ დონეებზე, თუ როგორ არის გადანაწილებული უფლებამოსილებები. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას დავგეგმავთ“,- აღნიშნა ირინა ფრუიძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, თვითმმართველობების გაძლიერების მიმართულებით ჩვენს ქვეყანას გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება. დეპუტატმა შვედეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს ჯერ კიდევ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით, თვითმმართველობების გაძლიერების და რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისათვის. ამ მიმართულებით ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს და შვედეთის გამოცდილების გაზიარება, შვედეთის მხრიდან კონკრეტული დახმარების გაწევა იმისთვის, რომ გაძლიერდეს ინსტიტუტები საქართველოში, რეალურად უზრუნველყოფილი იყოს დამოუკიდებლობა ადგილობრივი თვითმმართველობების, როგორც ფინანსური, ისე კომპეტენციების თვალსაზრისით, იქნება მნიშვნელოვანი დახმარება ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

 
არ იქნებოდა სწორი ყველა მოსამართლის გაშვება, თუმცა გაცილებით არასწორია ის, რაც მოხდა - მათი აღზევება

არ იქნებოდა სწორი ყველა მოსამართლის გაშვება, თუმცა გაცილებით არასწორია ის, რაც მოხდა - მათი აღზევება

თამაზ მოლაშვილი: მთელი ღამე ვბღაოდი ხოლმე, ახლაც მეტირება და ასეთ მოსამართლეებს ნიშნავენ უვადოდ

თამაზ მოლაშვილი: მთელი ღამე ვბღაოდი ხოლმე, ახლაც მეტირება და ასეთ მოსამართლეებს ნიშნავენ უვადოდ

მე არავითარი კითხვა არ მაქვს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძესთან - პირდაპირ ვდებ ბრალს, რომ ჩემი შვილი მან მოკლა

მე არავითარი კითხვა არ მაქვს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძესთან - პირდაპირ ვდებ ბრალს, რომ ჩემი შვილი მან მოკლა

ავსტრიიდან ოთხსულიანი ქართული ოჯახის დეპორტაცია იგეგმება

ავსტრიიდან ოთხსულიანი ქართული ოჯახის დეპორტაცია იგეგმება

ციურიხში სროლების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ციურიხში სროლების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე განცხადებას ავრცელებს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერიის განცხადება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80