თბილისის მერმა კახა კალაძემ რაიონების გამგებლები წარადგინა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

თბილისის მერმა კახა კალაძემ რაიონების გამგებლები წარადგინა

თბილისის მერმა კახა კალაძემ რაიონების გამგებლები წარადგინა
for.ge

2017-11-15 11:42:28

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლები წარადგინა.

„დღეს მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის რაიონების გამგებლების განახლებული შემადგენლობა. ეს ადამიანები გახდებიან ქალაქის მთავრობის მთავარი დასაყრდენი თბილისის რაიონებსა და უბნებში. გამგებლები და გამგეობები ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს, კონკრეტული რაიონების, კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე.

დედაქალაქის მერის თქმით, გამგებლებს ყოველდღიური შეხება აქვთ მოქალაქეებთან, მათ პრობლემებთან და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ იმუშაონ ეფექტურად არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით. გარდა ამისა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ გამგებლებს ექნებათ მისგან მაქსიმალური მხარდაჭერა და ყველა წინაპირობა საქმის კეთებისათვის, თუმცა, ამავდროულად იგი იქნება ძალიან მომთხოვნი თითოეული მათგანისადმი და არ დაუშვებს მოქალაქეებისა და ქალაქის პრობლემებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას.

ბრიფინგის დასასრულს დედაქალაქის მერმა გამგებლებს თბილისელებისთვის მიცემული დაპირებების შესრულებასა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

დედაქალაქის რაიონების გამგებლების ახალი შემადგენლობა:

საბურთალოს რაიონი -  გაიოზ      ვასაძე     

ვაკის რაიონი -         ნოდარ     ტურძელაძე    

ჩუღურეთის რაიონი -     ზურაბ     ჩიკვილაძე

დიდუბის რაიონი -         ირმა          ზავრადაშვილი      

ნაძალადევის რაიონი -   ირაკლი   ხელაძე    

გლდანის რაიონი - ბექა მიქაუტაძე       

კრწანისის რაიონი -         ლევან       ჯაფარიძე

მთაწმინდის რაიონი -     დავით      კირკიტაძე

ისნის რაიონი -         კახა  ლაბუჩიძე

სამგორის რაიონი - დავით      კერესელიძე
მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით ინტენსიური კონსულტაციები გაიმართება

მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით ინტენსიური კონსულტაციები გაიმართება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა “ბავშვის კოდექსი“ მოამზადა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა “ბავშვის კოდექსი“ მოამზადა

ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პროფესიული წრეებიდან წამოსულ ძალიან საინტერესო კადრებთან და მიღებული გვაქვს თანხმობები

ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პროფესიული წრეებიდან წამოსულ ძალიან საინტერესო კადრებთან და მიღებული გვაქვს თანხმობები

მამუკა ბახტაძე: ვიქნები ძალიან აქტიური პარლამენტთან კომუნიკაციის კუთხით

მამუკა ბახტაძე: ვიქნები ძალიან აქტიური პარლამენტთან კომუნიკაციის კუთხით

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა - მთავრობა 99 ხმით დაამტკიცეს

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა - მთავრობა 99 ხმით დაამტკიცეს

არც ერთი სერიოზული თემა, რომელიც დღეს მართლა აწუხებს ხალხს, არ იყო დეტალურად განხილული

არც ერთი სერიოზული თემა, რომელიც დღეს მართლა აწუხებს ხალხს, არ იყო დეტალურად განხილული

ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ისეთი პროცესები, სადაც გოცირიძის, ბობოხიძისა და მელიას გამოსვლების საყურებლად დრო არ ექნებათ

ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ისეთი პროცესები, სადაც გოცირიძის, ბობოხიძისა და მელიას გამოსვლების საყურებლად დრო არ ექნებათ

ფიქტიური მინისტრები გვიზის, რომლებიც ორი-სამი კვირის შემდეგ არ იქნებიან

ფიქტიური მინისტრები გვიზის, რომლებიც ორი-სამი კვირის შემდეგ არ იქნებიან

სარეკლამო ბანერი
1000 X 80