საერთაშორისო მკვლევარებმა მუშაობა დაასრულეს და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო ნაპოვნია საქართველოში
მთავარი

ipn.ge

2017-11-15 10:54:32

მკვლევარებმა მუშაობა დაასრულეს და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო ნაპოვნია საქართველოში და მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა.

„ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფის მიერ და დარწმუნებული ვარ, ყველას გიხარიათ ის, რომ მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან, კერძოდ, აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან, ისრაელიდან, დაასრულეს მუშაობა და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო ნაპოვნია საქართველოში და მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა. ჩვენ გვაქვს საშუალება, ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით ძალიან პოზიტიურად წარმოვაჩინოთ საერთაშორისო მასშტაბით და სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში საქართველო ამ სტატუსით წარმდგარიყო. ეს ჩვენ ყველას ძალიან გვიხარია და ძალიან დიდ სიამაყეს ანიჭებს საქართველოს და საქართველოს ყველა მეგობარს. გილოცავთ ამ ფაქტს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მუშაობა გაგრძელდება და კიდევ ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენთ ქართული ღვინის და საქართველოს მეღვინეობის შესახებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში აღმოაჩინეს ღვინის ქვევრების ფრაგმენტები, რომელიც, სავარაუდოდ 8 ათასი წლის წინანდელია. მკვლევარების ინფორმაციით, ქვევრები ორ ნეოლითის ხანის სოფელში აღმოაჩინეს, გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე, თბილისიდან დაახლოებით 50 კმ-ს დაშორებით. გამოცემები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ღვინოს ახლაც უძველესი მეთოდით აყენებენ. მანამდე ყველაზე ძველად ირანში ნაპოვნი ქვევრი მიიჩნეოდა, რომელიც 7 ათასი წლით თარიღდება. 
ვიზიარებ მოსაზრებას, რომ კარგი იქნება, თუკი მომავალი სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან შეირჩევა

ვიზიარებ მოსაზრებას, რომ კარგი იქნება, თუკი მომავალი სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან შეირჩევა

სუს-ის უფროსმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა

სუს-ის უფროსმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა

ბალტიისპირეთის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან’ ბრძოლაში ჩართვას აპირებენ

ბალტიისპირეთის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან’ ბრძოლაში ჩართვას აპირებენ

თბილისში პირველი თოვლი მოვიდა

თბილისში პირველი თოვლი მოვიდა

სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა

სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა

ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს, კიდევ მრავალ წელს იქნება ჩვენი პატრიარქი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი

ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს, კიდევ მრავალ წელს იქნება ჩვენი პატრიარქი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი

სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ - ის ბრალს არ აღიარებს

სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ - ის ბრალს არ აღიარებს

ძალოვანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი საქმე გააკეთონ

ძალოვანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი საქმე გააკეთონ

სარეკლამო ბანერი
1000 X 80