სტრუქტურული რეფორმა მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს მართვის ხარისხის თვალსაზრისით
მთავარი

სტრუქტურული რეფორმა მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს მართვის ხარისხის თვალსაზრისით

სტრუქტურული რეფორმა მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს მართვის ხარისხის თვალსაზრისით
ipn.ge

2017-11-15 10:52:29

სტრუქტურული რეფორმა მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს მართვის ხარისხისა და შედეგების მიღწევის თვალსაზრისით, რასაც ჩვენ ყველანი დავინახავთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა ესწრება.

„სხდომის დაწყებამდე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების წამოწყების მნიშვნელობას, რომელიც უკვე დავაანონსეთ. არ შევჩერდები დეტალებზე. ეს არის რეფორმა, რომელიც მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს მართვის ხარისხში და შედეგების მიღწევის თვალსაზრისითაც ჩვენ ყველანი ამას დავინახავთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ფინანსთა ახალ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მათი გუნდის წევრობა მიულოცა.

„მამუკა ამ დარბაზში ბევრჯერ ყოფილა და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განგვიხილავს. მიხეილი პირველადააა ჩვენთან ერთად მთავრობის სხდომაზე და მინდა წარმატება გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დიდი წარმატებით გაართმევთ თავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს, რომელებიც თქვენს უწყებებში არსებობს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა უკვე ყოფილ მინისტრ

გიორგი მღებრიშვილს და განათლების ყოფილ მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას.

„ვფიქრობ, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომელის საკანონმდებლო უზრუნველყოფის პაკეტი დღეს გამოგვაქვს მთავრობის სხდომაზე. იმედი მაქვს, რომ დავამტკიცებთ და პარლამენტში გადავაგზავნით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 
ზურაბიშვილი: აღარ ვარ პატარა ბავშვი. ყველამ იცის ჩემი წარსული

ზურაბიშვილი: აღარ ვარ პატარა ბავშვი. ყველამ იცის ჩემი წარსული

USAID-ი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ პარტნიორად მიიჩნევს

USAID-ი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ პარტნიორად მიიჩნევს

ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ლამბერტო ზანიერის შეხვედრა ცესკოში

ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ლამბერტო ზანიერის შეხვედრა ცესკოში

რუსული თვითმფრინავის კატასტროფა ტრაგიკული გარემოებების ჯაჭვს ჰგავს, 2015 წლის ინციდენტს არ უნდა შევადაროთ

რუსული თვითმფრინავის კატასტროფა ტრაგიკული გარემოებების ჯაჭვს ჰგავს, 2015 წლის ინციდენტს არ უნდა შევადაროთ

თამარ ჩუგოშვილი:  საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობა გააღრმავოს

თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობა გააღრმავოს

ცესკოს განცხადება მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე

ცესკოს განცხადება მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე

ზღვის უბანში, სპორტული კომპლექსის მიმდებარედ გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა სრულდება

ზღვის უბანში, სპორტული კომპლექსის მიმდებარედ გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა სრულდება

სოფიო ქაცარავა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები სოფელ ხურვალეთს ესტუმრნენ

სოფიო ქაცარავა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები სოფელ ხურვალეთს ესტუმრნენ


სარეკლამო ბანერი
1000 X 80