ირაკლი კობახიძე რუმინეთის სენატის საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა
მთავარი

for.ge

2017-11-15 09:47:57

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთში შეხვედრებს მართავს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე დღეს რუმინეთის სენატის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქრისტიან-სორინ დუმიტრესკუს და თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს - იულიან დუმიტრესკუს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო აქტიურად ახორციელებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებს.

სენატის წევრებმა ჩვენი ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასეს. მათი განცხადებით, რუმინეთი მხარს მტკიცედ უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას.

შეხვედრაზე, ასევე, საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლობის, ასევე, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავების სამომავლო გეგმები და პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და არსებულ გამოწვევებს. რუმინეთის სენატის საგარეო პოლიტიკის კომიტეტისა და  თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეებმა ირაკლი კობახიძეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურეს.

მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

„შეხვედრები გავმართეთ რუმინეთის ქვედა და ზედა პალატის კომიტეტების ხელმძღვანელებთან.  ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, ორმხრივ თანამშრომლობაზე, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე. ჩვენი რუმინელი მეგობრების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ძალიან მყარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა, ასევე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ვისაუბრეთ იმაზე, რომ უნდა გააქტიურდეს ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური კომისიის საქმიანობა", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

​ 

ვიზიარებ მოსაზრებას, რომ კარგი იქნება, თუკი მომავალი სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან შეირჩევა

ვიზიარებ მოსაზრებას, რომ კარგი იქნება, თუკი მომავალი სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან შეირჩევა

სუს-ის უფროსმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა

სუს-ის უფროსმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა

ბალტიისპირეთის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან’ ბრძოლაში ჩართვას აპირებენ

ბალტიისპირეთის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან’ ბრძოლაში ჩართვას აპირებენ

თბილისში პირველი თოვლი მოვიდა

თბილისში პირველი თოვლი მოვიდა

სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა

სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა

ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს, კიდევ მრავალ წელს იქნება ჩვენი პატრიარქი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი

ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს, კიდევ მრავალ წელს იქნება ჩვენი პატრიარქი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი

სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ - ის ბრალს არ აღიარებს

სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ - ის ბრალს არ აღიარებს

ძალოვანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი საქმე გააკეთონ

ძალოვანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი საქმე გააკეთონ

სარეკლამო ბანერი
1000 X 80