ირაკლი კობახიძე რუმინეთის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა და თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა
მთავარი

for.ge

2017-11-15 09:46:08

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთში ვიზიტს განაგრძობს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ შეხვედრა რუმინეთის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა და თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტების თავმჯდომარეებთან - როვანა პლამბთან და დორელ-გეორგე კაპრართან გამართა.

საუბრის ძირითადი თემა ორმხრივი და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი  იყო. როვანა პლამბმა და დორელ-გეორგე კაპრარმა განაცხადეს, რომ რუმინეთი სრულად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებს და ასევე, მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა გაცვლითი ვიზიტების, გამოცდილების გაზიარებისა და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა. რუმინელმა დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

რუმინეთის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა და თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტების თავმჯდომარეებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს რუმინეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურეს.

Accor ჯგუფი AXIS Towers -ში

Accor ჯგუფი AXIS Towers -ში

ირაკლი კობახიძე: "ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი ღირებულებაა ადამიანი და მისი ღირსების დაცვა"

ირაკლი კობახიძე: "ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი ღირებულებაა ადამიანი და მისი ღირსების დაცვა"

ანატოლი ბიბილოვი თბილისთან დიალოგის დასაწყებად პირობებს აყენებს

ანატოლი ბიბილოვი თბილისთან დიალოგის დასაწყებად პირობებს აყენებს

რიკოთზე ხევი-უბისას საგზაო მონაკვეთის მშენებლობით 10 კომპანია დაინტერესდა

რიკოთზე ხევი-უბისას საგზაო მონაკვეთის მშენებლობით 10 კომპანია დაინტერესდა

საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით აშშ-ის საიმედო მოკავშირეა და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ეს არის ასახული

საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით აშშ-ის საიმედო მოკავშირეა და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ეს არის ასახული

„ევროპული საქართველო“ უწყებათაშორის კომისიას ტოვებს

„ევროპული საქართველო“ უწყებათაშორის კომისიას ტოვებს

მამუკა ბახტაძემ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო

მამუკა ბახტაძემ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო

აშშ-ში სასამართლოს შენობაში სროლა იყო

აშშ-ში სასამართლოს შენობაში სროლა იყო

სარეკლამო ბანერი
1000 X 80