სახელმწიფო აპარატის მოქნილობისთვის სწორედ ისეთი არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებაა აუცილებელი, როგორიც მთავრობამ განახორციელა
მთავარი

ipn.ge

2017-11-14 16:14:31

ექსპერტი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეფექტური ბიუროკრატიის არსებობისა და სახელმწიფო აპარატის მოქნილობისთვის სწორედ ისეთი არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებაა აუცილებელი, როგორიც მთავრობამ განახორციელა.

ამის შესახებ კალანდაძემ ”ინტერპრესნიუსს” სამთავრობო ცვლილებების და საჯარო უწყებებში მოსალოდნელი შემცირებების კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ახლა გაჩნდა შესაძლებლობა, რეალურად შემცირდეს ბიუროკრატია და გაიზარდოს სახელმწიფო აპარატის ეფექტიანობა.

”მთავარ ცვლილებებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს არის ლოგიკური. არჩევნების შემდეგ ყოველთვის გარკვეული ცვლილებები იგეგმება ხოლმე მთავრობაში, ამიტომ ეს ჩემთვის პირადად მოულოდნელი არ ყოფილა, მე კიდეც ველოდი გარკვეულ ცვლილებებს. სახელმწიფო სტრუქტურა და სახელმწიფო ბიუროკრატია ყოველთვის საჭიროებს გარკვეულ ოპტიმიზაციას. საქართველოში კურსი ე.წ. ხარჯების ოპტიმიზაციაზე არის გაცხადებული, ეს რეალურად ახლა განხორციელდა სწორედ ამ ცვლილებებით. ჩვენ რეალურად ახლა გვაქვს შესაძლებლობა შევამციროთ ბიუროკრატია და ამით გავზარდოთ სახელმწიფო აპარატის ეფექტიანობა. ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, ყველამ იცის, რომ ეს გასაკეთებელი იყო და ბუნებრივია ამ თვალსაზრისით რაციონალური და პრაგმატული გადაწყვეტილებაა ის, რაც მთავრობამ გამოაცხადა. ბუნებრივია, არსებობს ამ სამინისტროების გაუქმებასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები, მათ შორის სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თუ გვინდა ქვეყანაში გვქონდეს ეფექტური ბიუროკრატია, თუ გვსურს, რომ სახელმწიფო აპარატი იყოს მოქნილი და მისი მუშაობა შედეგზე ორიენტირებული, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ ვერ გავექცევით ასეთი ტიპის არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს და მოგვიწევს ასეთი ნაბიჯების გადადგმა მომავალშიც”, - განაცხადა ლევან კალანდაძემ.       

ექსპერტის შეფასებით, ქვეყნის პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს არა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე, არამედ პირიქით, კერძო სექტორში დასაქმებულთა ზრდაზე.

”თუ სახელმწიფო პოლიტიკა მაქსიმალურად რაციონალური იქნება, სახელმწიფო ხარჯების ეკონომია მიმართული იქნება სწორედ კერძო სექტორის წახალისებაზე, ჩვენ აქცენტი სწორედ ამაზე უნდა გავაკეთოთ. უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები არა საჯარო სექტორში, არამედ პირიქით. კერძო სექტორი, როგორც სოციალური გარანტიების სისტემა და დასაქმების წყარო, ისეთი უნდა გახდეს. შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ ეს არის თემა, რომელსაც ვერ გავექცევით. ჩვენ მოგვიწევს უახლოეს პერიოდში გარკვეული არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება. საბოლოო ჯამში, კონკრეტულად რა და როგორ შეიცვლება რიცხოვნობასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არ ვიცით, ამიტომ ძალიან რთულია ამაზე საუბარი, რამდენი ადამიანი შემცირდება, როგორი იქნება საბოლოო სახე გაერთიანებული სამინისტროების, შესაბამისად, ძალიან რთულია საუბარი იმაზე, თუ რამდენ ადამიანს შეიძლება შეეხოს ცვლილებები. თუ გვსურს, რომ სახელმწიფო ბიუროკრატია იყოს ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული, უნდა ვიცოდეთ, რომ მოგვიწევს ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. შეგვიძლია არ შევამციროთ სახელმწიფო ბიუროკრატია, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ამ გზით არ წავალთ, სახელმწიფო სისტემა იქნება წუნდებული და ხარვეზიანი. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება მივიღოთ დასაქმებული ადამიანები, მაგრამ სახელმწიფო, სახარჯო პოლიტიკა იყოს არასწორი. მე მგონია, რომ ამ ეტაპზე ასეთი არაპოპულარული და მტკივნეული თემების განხორციელება სწორია და ჯობია ახლა გავაკეთოთ, ვიდრე მომავალში მთელმა საზოგადოებამ მიიღოს ზარალი და მთელი საზოგადოება იყოს წაგებული იმით, რომ სახელმწიფო ადმინისტრაცია არის არაეფექტური”, - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება. 
ვიზიარებ მოსაზრებას, რომ კარგი იქნება, თუკი მომავალი სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან შეირჩევა

ვიზიარებ მოსაზრებას, რომ კარგი იქნება, თუკი მომავალი სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან შეირჩევა

სუს-ის უფროსმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა

სუს-ის უფროსმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა

ბალტიისპირეთის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან’ ბრძოლაში ჩართვას აპირებენ

ბალტიისპირეთის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან’ ბრძოლაში ჩართვას აპირებენ

თბილისში პირველი თოვლი მოვიდა

თბილისში პირველი თოვლი მოვიდა

სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა

სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა

ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს, კიდევ მრავალ წელს იქნება ჩვენი პატრიარქი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი

ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს, კიდევ მრავალ წელს იქნება ჩვენი პატრიარქი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი

სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ - ის ბრალს არ აღიარებს

სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ - ის ბრალს არ აღიარებს

ძალოვანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი საქმე გააკეთონ

ძალოვანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი საქმე გააკეთონ

სარეკლამო ბანერი
1000 X 80