"ნაციონალური მოძრაობა" სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებს გეგმავს
მთავარი

ipn.ge

2017-11-14 15:56:39

"ნაციონალური მოძრაობა" სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებს გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მაღალია იმის ალბათობა, რომ ხელისუფლების მიერ წარდგენილი კანდიდატი მხოლოდ მმართველი გუნდის ინტერესების გამტარებელი იქნება.

"იმის ალბათობა, რომ ხელისუფლება მხარს დაუჭერს სახალხო დამცველის ისეთ კანდიდატურას, რომელიც რეალურად შეძლებს იდგეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და ადამიანის უფლებების სადარაჯოზე, ძალიან დაბალია. ჩვენი ვარაუდით, ისინი წარადგენენ პოლიტიკურად აფილირებულ ადამიანს, რომელიც იქნება ლოიალური "ქართული ოცნების" ინტერესების და არა საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ. ჩვენ ვაპირებთ, რომ კონსულტაციები გავმართოთ მათ შორის არასამთავრობო სექტორთან, იმისთვის რომ არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატი იყოს შეჯერებული და მას ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა, იმისთვის რომ მართლაც დამოუკიდებელი ადამიანის განხილვა შეძლოს პარლამენტმა იმ ადამიანის პარალელურად, რომელსაც ხელისუფლება წარადგენს", - განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება გაჟღერებულ კანდიდატურებს, კერძოდ, სოფო ხორგუანისა და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურებს, ბოკუჩავამ აღნიშნა, კონკრეტულ პერსონალიებზე საუბარი, ხელისუფლების მიერ კანდიდატის ოფიციალურად წარდგენამდე არ სურს. 
ვაშაძის შეხედულება ქორწინებაზე: "როგორც ყველა ნორმალური კაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებული"

ვაშაძის შეხედულება ქორწინებაზე: "როგორც ყველა ნორმალური კაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებული"

"ლაშა ტალახაძე ერის გამყიდველის მოკავშირეა“ - გვარამია დიდ ჩემპიონს ზურაბიშვილის გამო ებრძვის

"ლაშა ტალახაძე ერის გამყიდველის მოკავშირეა“ - გვარამია დიდ ჩემპიონს ზურაბიშვილის გამო ებრძვის

ანანიაშვილი, დუმბაძე, ვასაძე "ნაცმოძრაობის" კანდიდატის მხრადაჭერას დღესასწაულობენ

ანანიაშვილი, დუმბაძე, ვასაძე "ნაცმოძრაობის" კანდიდატის მხრადაჭერას დღესასწაულობენ

"წყალწაღებული ბიძინას ეჭიდებოდაო, ასეა “ევროპული საქართველოს” საქმე"

"წყალწაღებული ბიძინას ეჭიდებოდაო, ასეა “ევროპული საქართველოს” საქმე"

ლომისის მონასტერთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ორი ადამიანი გაათავისუფლეს

ლომისის მონასტერთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ორი ადამიანი გაათავისუფლეს

სალომე ზურაბიშვილი მომავალში აღარ გაიზიარებს „ოცნების“ მანკიერებებს

სალომე ზურაბიშვილი მომავალში აღარ გაიზიარებს „ოცნების“ მანკიერებებს

ეკლესია სდუმს...მთავრობა გაყუჩულია...მხოლოდ რუსია აქტიური...

ეკლესია სდუმს...მთავრობა გაყუჩულია...მხოლოდ რუსია აქტიური...

გთხოვთ გაავრცელოთ და ხალხს შეატყობინოთ კიდევ ერთი ღალატის შესახებ!

გთხოვთ გაავრცელოთ და ხალხს შეატყობინოთ კიდევ ერთი ღალატის შესახებ!

სარეკლამო ბანერი
1000 X 80