დეპუტატი ირაკლი ხახუბია გორის გვირაბთან ავარიისას მისი შვილის დაღუპვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

დეპუტატი ირაკლი ხახუბია გორის გვირაბთან ავარიისას მისი შვილის დაღუპვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

დეპუტატი ირაკლი ხახუბია გორის გვირაბთან ავარიისას მისი შვილის დაღუპვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ipn

2017-10-13 14:06:40

მომავალში სხვისი შვილები რომ გადარჩნენ, პოლიციაში რომ აღარ მუშაობდეს ასეთი მოუმზადებელი და უპასუხისმგებლო თუნდაც რამდენიმე თანამშრომელი - ჩვენი ოჯახი სამართლებრივი მექანიზმებით ბოლომდე იბრძოლებს, - ამის შესახებ ნათქვამია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ხახუბიას მიერ მისი შვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალების მიზეზებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. 

როგორც ირაკლი ხახუბია წერს, 2017 წლის 17 მაისს, გორის გვირაბთან განვითარებული ფატალური მოვლენების შედეგად მისი შვილი „უკვე ყოფილი პოლიციელების სრულიად გაუმართლებელი ქმედების გამო გარდაიცვალა“. 

"მინდა თავიდანვე გითხრათ, რომ მე ვსაუბრობ, როგორც გარდაცვლილი შვილის მამა და არა როგორც პარლამენტარი. ჩემი შვილის დაღუპვის მიზეზი გახდა დღეს უკვე ყოფილი პოლიციელების სრულიად გაუმართლებელი ქმედება - მათ გზის გადაკეტვის მიზნით გამოიყენეს სატვირთო ტრაილერი, რომელსაც არც კანონი უშვებს და არც გონივრული ზომების ფარგლებში ჯდება. ამ გადაწყვეტილებით მათ პრაქტიკულად გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს 21 წლის ბექას. გამოძიებამ დაადასტურა ის, რაც სამწუხაროდ შემთხვევის ადგილას მისულმა ახლობლებმა ნახეს - გორის გვირაბთან ახლოს, დასასვენებლად გაჩერებული სატვირთო ტრაილერის მძღოლს გიორგი ღლონტს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არაგონივრული და უკანონო გადაწყვეტილებით აიძულეს სიბნელეში, გორის გვირაბის გასასვლელთან ჩაეხერგა გზა, ისე რომ მაღალი სიჩქარით მოძრავ ავტომობილს გაჩერების შანსი აღარ ჰქონდა.

დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოსვლის მომენტში ავტომანქანის შეჩერებაც კი ვერ მოასწრო, ისე შეეჯახა სატვირთო ტრაილერს. მას არ ჰქონდა საკმარისი დრო, რომ მკვეთრად განათებული გვირაბიდან სიბნელეში მხედველობის ადაპტირება და რეაგირება მოეხდინა. ამას თან ერთვის ისიც, რომ ტრაილერი არ იყო მანათობელი ნიშნით (რეფლექტორით) აღჭურვილი, რაც სტანდარტის კიდევ ერთი დარღევევაა საპატრულო პოლიიციის მხრიდან, რისთვისაც სხვათაშორის, პოლიციელები მოქალაქეებს თავად აჯარიმებენ ხოლმე გზებზე. ყოფილი პოლიციელების მხრიდან ამ გაუმართლებელი ქმედებების შედეგად, 21 წლის ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა. 

ჩატარებული ექსპერტიზის და საგამოძიებო ექსპერიმენტის თანახმად, გვირაბთან ტრაილერის ამგვარი განლაგების პირობებში, მძღოლი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოასწრებდა რეაგირებას. ჩვენს ოჯახს არც წინასწარი შეფასებები, არც ემოციური განცხადებები არ გაუკეთებია. ჩვენი დარდი და ტკივილი გვაქვს და ბექას პატარა შვილს ვცდილობთ უმამობა არ ვაგრძნობინოთ. ნაცვლად იმისა, რომ ყოფილი პოლიციელები და ახლა უკვე ბრალდებულები დალოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათ საჯაროდ, ჩვენი ოჯახის ღირსების და ბექას სახელის შემბღალავი განცხადებები გააკეთეს, ცდილობენ ყველაფერი ჩემს გარდაცვლილ შვილს დააბრალონ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის საქმის რეალური სურათი. მათ უკანონო გადაწყვეტილებით და ქმედებებით, ახალგაზრდა ბიჭი გაწირეს სასიკვდილოდ და ახლა იმის ვაჟკაცობაც არ ყოფნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში მიღებულ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა აიღონ.

მომავალში სხვისი შვილები რომ გადარჩნენ, პოლიციაში რომ აღარ მუშაობდეს ასეთი მოუმზადებელი და უპასუხისმგებლო თუნდაც რამდენიმე თანამშრომელი - ჩვენი ოჯახი სამართლებრივი მექანიზმებით ბოლომდე იბრძოლებს. ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და სამართლიანობა ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს! ჩვენ არ ვაპირებთ ამ თემაზე შემდგომში განცხადებების გაკეთებას და მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ ბექას ხსოვნას, პატივი სცენ დამწუხრებულ ოჯახს და თავი შეიკავონ სპეკულაციებისა და მანიპულირებისგან. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას,"  - ნათქვამია განცხადებაში. 

აღნიშნულ ფაქტზე ყოფილ პოლიციელებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია.


 
მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით ინტენსიური კონსულტაციები გაიმართება

მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით ინტენსიური კონსულტაციები გაიმართება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა “ბავშვის კოდექსი“ მოამზადა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა “ბავშვის კოდექსი“ მოამზადა

ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პროფესიული წრეებიდან წამოსულ ძალიან საინტერესო კადრებთან და მიღებული გვაქვს თანხმობები

ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პროფესიული წრეებიდან წამოსულ ძალიან საინტერესო კადრებთან და მიღებული გვაქვს თანხმობები

მამუკა ბახტაძე: ვიქნები ძალიან აქტიური პარლამენტთან კომუნიკაციის კუთხით

მამუკა ბახტაძე: ვიქნები ძალიან აქტიური პარლამენტთან კომუნიკაციის კუთხით

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა - მთავრობა 99 ხმით დაამტკიცეს

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა - მთავრობა 99 ხმით დაამტკიცეს

არც ერთი სერიოზული თემა, რომელიც დღეს მართლა აწუხებს ხალხს, არ იყო დეტალურად განხილული

არც ერთი სერიოზული თემა, რომელიც დღეს მართლა აწუხებს ხალხს, არ იყო დეტალურად განხილული

ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ისეთი პროცესები, სადაც გოცირიძის, ბობოხიძისა და მელიას გამოსვლების საყურებლად დრო არ ექნებათ

ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ისეთი პროცესები, სადაც გოცირიძის, ბობოხიძისა და მელიას გამოსვლების საყურებლად დრო არ ექნებათ

ფიქტიური მინისტრები გვიზის, რომლებიც ორი-სამი კვირის შემდეგ არ იქნებიან

ფიქტიური მინისტრები გვიზის, რომლებიც ორი-სამი კვირის შემდეგ არ იქნებიან

სარეკლამო ბანერი
1000 X 80