Guardian საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს
მთავარი

Guardian საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს

Guardian საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს

2017-10-13 13:55:18

ბრიტანული გამოცემა Guardian საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას და ფოტოკოლაჟს აქვეყნებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ცნობილმა ფოტოგრაფმა ეიმოს ჩეპელმა საქართველოში უახლესი ოთხძრავიანი "დრონით" იმოგზაურა და ტურისტული ადგილები, მთები, დაბლობები და ქალაქები გადაიღო.

"საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, რომელიც დასავლეთ აზიასა და ევროპას შორის მდებარეობს. ჩრდილოეთით, კავკასიონის გასწვრივ, საქართველო რუსეთს ესაზღვრება. ევროპის უმაღლესი მწვერვალების სიაში საქართველოც შედის", - წერს „გარდიანის“ ჟურნალისტი. 


სტატიაში "დრონით" გადაღებულ თითოეულ ფოტოს სათაური და აღწერილობა ახლავს. ფოტოკოლაჟში შესულია ხევსურეთის კოშკები, ცხვრის ფარა, რომელსაც მწყემსები საღამოს ბანაკებში ერეკებიან, რომ მგლისგან დაიცვან, ასევე, ომალოს მახლობლად ბაკიდან დილით გარეთ გაშვებული ცხვრები, რომლებიც მზეს ეფიცხებიან. ფოტოებს შორისაა მცხეთა-მთიანეთის მაღალმთიანი სოფელი ჯუთა, დილის ავდარს წამიერად არღვევს ღრუბლებში შემოღწეული მზის სხივი. დრონით გადაღებულ ფოტოებს შორის მოხვდა ომალო, თუშეთის ეროვნული პარკი, ისტორიული საფორტიფიკაციო ნაგებობები, ასევე ზღვის დონიდან 2 826 მეტრის სიმაღლეზე მდებარე თუშეთის უღელტეხილი. სტატიის ავტორის თქმით, ეს ადგილი მოგზაურთა შორის უფასო Wi-Fi ინტერნეტით, პოპულარულია. ავტორი სტატიაში კახეთიდან თუშეთში მიმავალ სახიფათო გზაზეც აკეთებს აქცენტს. 

მთის შემდეგ, Guardian-ის სტატიაში საქართველოს დაბლობებია აღწერილი. 

"საქართველოში დაახლოებით 2 500 მდინარეა, ხოლო დაბლობი ვენახებითა და სასოფლო-სამეურნეო მიწებითაა მოფენილი. კაცხის სვეტი არის მხცოვანი ქართველი ბერის თავშესაფარი, რომელმაც იქ უკვე 24 წელი გაატარა, რათა „უფრო ახლოს იყოს ღმერთთან“. საკვებს ბერს მოხალისეები ქვევით მდებარე მონასტრიდან აწვდიან," - წერს ჟურნალისტი. 

ფოტოკოლაჟში ეროვნული პარკები, უღელტეხილები, ციხე-კოშკები, ნისლში დაბურული ხეობები, ჩანჩქერები,ციხისჯვართან ახლოს, სამცხე-ჯავახეთში, ბარალეთის ტაძრის გუმბათზე მოკალათებული ყანჩა, ბათუმი, თბილისი და ადგილებია აღბეჭდილი.


 
საპარლამენტო დელეგაციის ინიციტივით, ოლივერ უორდროპის საფლავზე მემორიალის გახსნის ცერემონიალი ჩატარდა

საპარლამენტო დელეგაციის ინიციტივით, ოლივერ უორდროპის საფლავზე მემორიალის გახსნის ცერემონიალი ჩატარდა

ირაკლი კობახიძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

ირაკლი კობახიძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

თსუ: კახა ბექაურის დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან და სრულად აკმაყოფილებს მაუწყებლობის შესახებ კანონს

თსუ: კახა ბექაურის დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან და სრულად აკმაყოფილებს მაუწყებლობის შესახებ კანონს

პირადად მე, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ვარ გარანტი, რომ ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება

პირადად მე, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ვარ გარანტი, რომ ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება

ბექაური: „გვარამიას ალბათ ნოსტალგია აქვს და სურს, რომ მედია მისი ტერორის ქვეშ იყოს”

ბექაური: „გვარამიას ალბათ ნოსტალგია აქვს და სურს, რომ მედია მისი ტერორის ქვეშ იყოს”

პარლამენტი ხვალ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებს

პარლამენტი ხვალ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებს

კრიზისების მართვის საბჭო მხოლოდ პრეზიდენტთან ქიშპობის გამო იყო თავის დროზე შექმნილი, რომელმაც 15 მილიონ ლარამდე გაფლანგა

კრიზისების მართვის საბჭო მხოლოდ პრეზიდენტთან ქიშპობის გამო იყო თავის დროზე შექმნილი, რომელმაც 15 მილიონ ლარამდე გაფლანგა

„ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტი: კახა ბექაური ერთ-ერთი გამორჩეული თავმჯდომარეა

„ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტი: კახა ბექაური ერთ-ერთი გამორჩეული თავმჯდომარეა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80