თამარ ჩუგოშვილი ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED) პრეზიდენტს, კარლ გერშმანს შეხვდა
მთავარი

თამარ ჩუგოშვილი ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED) პრეზიდენტს, კარლ გერშმანს შეხვდა

თამარ ჩუგოშვილი ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED) პრეზიდენტს, კარლ გერშმანს შეხვდა
for.ge

2017-10-12 21:26:10

თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე საქართველოში ვიზიტით მყოფ ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED) პრეზიდენტს, კარლ გერშმანს შეხვდა.

მხარეებმა საკონსტიტუციო რეფორმაზე და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე, ასევე რუსულ პროპაგანდაზე და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს. განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED) ძალიან დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ბევრი სხვა ინსტიტუტის, მათ შორის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტს (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მუშაობას ფარავს და მის გენერალურ დირექტორთან შეხვედრა, რომელიც საქართველოში ვიზიტით პირველად იმყოფება, ძალიან მნიშვნელოვანია.

„პირველ რიგში, ვისაუბრეთ საკონსტიტუციო რეფორმაზე. სამი კვირის წინ, ჩვენ შევხვდით ბატონ გერშმანს ვაშინგტონში და მთავარი ორი საკითხი, რომელიც შეხვედრისას პრობლემად გამოიკვეთა, დღეისთვის მოგვარებულია - ეს არის ბლოკების და ბონუსის თემა. ვილაპარაკეთ რუსულ პროპაგანდაზე და ზოგადად, საქართველოში რუსეთის გამო არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე. ვისაუბრეთ, ასევე სხვადასხვა თემებზე, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიული პროცესის პროგრესს გულისხმობს. ჩვენთან ერთად შეხვედრას ოპოზიციაც ესწრებოდა. იყო, რა თქმა უნდა, განსხვავებული მოსაზრებები, განსხვავებულად ვხედავთ ბევრ რამეს, მაგრამ, ვფიქრობ, ყველა აღიარებს იმას, რომ საქართველოს, საბოლოო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული პროგრესი აქვს. ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" გეგმავს, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს და დაეხმაროს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტს და ხელი შეგვიწყოს საპარლამენტო მუშაობაში. ჩვენთვის ეს დახმარება მნიშვნელოვანია. ასეთი ტიპის მხარდაჭერა გვჭირდება იმისთვის, რომ მეტად დაიხვეწოს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა, გაძლიერდეს ის როგორც ტექნიკურად, ასევე პოლიტიკურად", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობიდან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე, ხოლო საპარლამენტო ოპოზიციიდან - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი და ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი გიორგი ტუღუში ესწრებოდნენ.​




 
რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც

რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც

მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის, მანუჩარ კაპანაძის უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით

მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის, მანუჩარ კაპანაძის უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით

გერმანიის მთავრობა მათი ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ უცხოელებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს 3000 ევრომდე ფულად მხარდაჭერას სთავაზობს

გერმანიის მთავრობა მათი ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ უცხოელებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს 3000 ევრომდე ფულად მხარდაჭერას სთავაზობს

გზა, რომელსაც მიჰყვებით, რთულია, შეიძლება, გრძელიც აღმოჩნდეს, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ

გზა, რომელსაც მიჰყვებით, რთულია, შეიძლება, გრძელიც აღმოჩნდეს, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ

ყველა გრანდიოზული გეგმა ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველო ერთ რამეს ვერ გაითავისებს - მან უნდა გაამყაროს დემოკრატიული გარდაქმნა

ყველა გრანდიოზული გეგმა ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველო ერთ რამეს ვერ გაითავისებს - მან უნდა გაამყაროს დემოკრატიული გარდაქმნა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

არსებული ინფორმაციით, თბილისის პროკურორი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

არსებული ინფორმაციით, თბილისის პროკურორი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

აშშ-მ ქვეყნები გააფრთხილა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მსხვილ გარიგებას სანქციები მოყვება

აშშ-მ ქვეყნები გააფრთხილა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მსხვილ გარიგებას სანქციები მოყვება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80