საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მომხდარი სკანდალური ამბავი გრძელდება

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მომხდარი სკანდალური ამბავი გრძელდება

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მომხდარი სკანდალური ამბავი გრძელდება

2017-10-12 21:15:44

ხატია ურიგაშვილი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მერობის კანდიდატებთან წინა საარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტს ვრცელი პოსტით განმარტავს და აღნიშნავს, რომ აკადემიურ სივრცეში საკუთარი ინტერესებს ბოროტად იყენებენ.

"მოკლე მიმოხილვა ინციდენტის, რომელიც მოხდა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მერობის კანდიდატებთან წინა საარჩევნო შეხვედრაზე. სანამ უშუალოდ ინციდენტზე გადავალ, მკაფიოდ მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქმე გვაქვს აკადემიურ სივრცეში საკუთარი ინტერესების გამო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან, კერძოდ კი სტუდენტების დავალდებულებას, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში შეხვდეს კონკრეტულ კანდიდატებს და არა ყველას.

ორი სახის ტყუილსა და პრობლემასთან გვაქვს საქმე. პირველი - ის რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულებების ხელმძღვანელი, ქალბატონი ცირა ელისაშვილი მისი თანაგუნდელის გაპიარებისთვის იყენებდა მის ხელთ არსებულ ბერკეტს და ავალდებულებდა მისი მიმართულებების სტუდენტებს დასწრებოდნენ წინასაარჩევნო შეხვედრებს, რაც ყოვლად დაუშვებელია აკადემიურ სივრცეში თუ ეს ხდება სალექციო საათების ხარჯზე და სტუდენტების ნების საწინაამღდეგოდ. მეორე - თუ კი უნივერსიტეტი საკუთარ აკადემიურ ტრიბუნას მისივე უნივერსიტეტის სტუდენტების ცნობიერების ასამაღლებლად უთმობს კანდიდატებს, საშუალება უნდა მიეცეს ყველას და წარმოდგენილი კანდიდატები გაურკვეველი სელექციის პრინციპით არ უნდა იყვნენ შერჩეულნი.


რაც შეეხება ტყუილებს:

1. როგორც გვპასუხობენ რომ ყველა კანდიდატს დაუკავშირდნენ ეს არის სიცრუე.

2) ისევე როგორც სიცრუეა რომ მე არ ვარ ამ უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც აპროტესტებს მის უნივერსიტეტში მომხდარ ყოვლად მოიუღებელ ფაქტს. 

P.S მას შემდეგ რაც ჩვენ აღნიშნული ფაქტები გავაპროტესტეთ, GIPA-მ და ქალბატონმა ცირა ელისაშვილმა შეცვალეს გადაწყვეტილება და წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრება აღარ არის სავალდებულო საჯარო პოლიტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის!

P.P.S ჩვენი პოზიცია რომ არ ყოფილიყო მართებული GIPA არ შეცვლიდა გადაწყვეტილებას", - წერს ხატია ურიგაშვილი.
მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით ინტენსიური კონსულტაციები გაიმართება

მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით ინტენსიური კონსულტაციები გაიმართება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა “ბავშვის კოდექსი“ მოამზადა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა “ბავშვის კოდექსი“ მოამზადა

ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პროფესიული წრეებიდან წამოსულ ძალიან საინტერესო კადრებთან და მიღებული გვაქვს თანხმობები

ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პროფესიული წრეებიდან წამოსულ ძალიან საინტერესო კადრებთან და მიღებული გვაქვს თანხმობები

მამუკა ბახტაძე: ვიქნები ძალიან აქტიური პარლამენტთან კომუნიკაციის კუთხით

მამუკა ბახტაძე: ვიქნები ძალიან აქტიური პარლამენტთან კომუნიკაციის კუთხით

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა - მთავრობა 99 ხმით დაამტკიცეს

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა - მთავრობა 99 ხმით დაამტკიცეს

არც ერთი სერიოზული თემა, რომელიც დღეს მართლა აწუხებს ხალხს, არ იყო დეტალურად განხილული

არც ერთი სერიოზული თემა, რომელიც დღეს მართლა აწუხებს ხალხს, არ იყო დეტალურად განხილული

ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ისეთი პროცესები, სადაც გოცირიძის, ბობოხიძისა და მელიას გამოსვლების საყურებლად დრო არ ექნებათ

ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ისეთი პროცესები, სადაც გოცირიძის, ბობოხიძისა და მელიას გამოსვლების საყურებლად დრო არ ექნებათ

ფიქტიური მინისტრები გვიზის, რომლებიც ორი-სამი კვირის შემდეგ არ იქნებიან

ფიქტიური მინისტრები გვიზის, რომლებიც ორი-სამი კვირის შემდეგ არ იქნებიან

სარეკლამო ბანერი
1000 X 80