თანაინვესტირების ფონდი თავისუფლების მოედანზე 160 ავტომანქანისთვის განკუთვნილი ავტოსადგომის მოწყობის სქემას განმარტავს და ფოტომასალას ავრცელებს
მთავარი

2017-10-12 18:09:43

საქართველოს თანაინვესტირებისფონდი თავისუფლების მოედანზე 160 ავტომანქანისთვის განკუთვნილი ავტოსადგომის მოწყობის სქემას განმარტავს და შესაბამის ფოტომასალას ავრცელებს. 

ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეირაკლი ქარსელაძე ასევე ეხმაურება პარკირების სივრცის საჯაროობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს და აცხადებს, რომ პარკინგით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. 

მისი განმარტებით, თავისუფლების მოედანთან მშენებარე 7-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის წითელ ხაზებში უკვე მოწყობილია 80 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი;(ფოტო1).

ქარსელაძისინფორმაციითვე, გარდა ამისა, საინვესტიციო ვალდებულებით გადასაცემი ტერიტორიის ქვეშ, შესაძლებელია 40 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა, მაგრამ ფონდი ასახელებს ავტომანქანების მინიმალურ რაოდენობას - 30-ს.

როგორც თანაინვესტირებისფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს,მიწისქვეშა ავტოსადგომების გარდა,მოეწყობა მიწისზედა ავტოსადგომი, რომელიც სულ მცირე, 40 ავტომანქანაზე იქნება გათვლილი (ფოტო3).

„შესაბამისად, ჯამურად, მიწისქვეშა და მიწისზედაავტოსადგომები160 ავტომობილს დაიტევს. რაც შეეხება თავისუფლების მოედანზე მშენებარე 7-ვარსკვლავიან სასტუმროს, თავად ეს მასშტაბური პროექტი და ინვესტიცია უპრეცედენტო მოვლენაა ჩვენი დედაქალაქისთვის. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც მოიცავს საბაგირო სადგურს, საკონფერენციო სივრცესორი სხვადასხვა კონცეფციით, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებს, A კლასის საოფისე ფართებს, რესტორნებს, ბარებს და სხვადასხვა დასასვენებელ თუ გასართობ ატრაქციას,ეს აბსოლუტურად საჯარო სივრცეა და, რათქმაუნდა, ავტოსადგომით სარგებლობაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, პირველ რიგში დედაქალაქი და მისი მოსახლეობა უპრეცედენტო საზოგადოებრივ სივრცესშეიძენს“, - განაცხადაირაკლი ქარსელაძემ. 
აჭარის ქუჩა N10-ში მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

აჭარის ქუჩა N10-ში მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

მდინარე მტკვარზე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება

მდინარე მტკვარზე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება

კახა კალაძე:  გავალებთ, რომ დაინტერესებულ პირს მოჭრის ნაცვლად, მწვანე ნარგავების გადარგვა და მოვლა-პატრონობა მოვთხოვოთ

კახა კალაძე: გავალებთ, რომ დაინტერესებულ პირს მოჭრის ნაცვლად, მწვანე ნარგავების გადარგვა და მოვლა-პატრონობა მოვთხოვოთ

კახა კალაძემ მერის მოადგილეს დაავალა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ღამის საათებში პირველ ეტაპზე, რამდენიმე ქუჩაზე მოხდეს

კახა კალაძემ მერის მოადგილეს დაავალა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ღამის საათებში პირველ ეტაპზე, რამდენიმე ქუჩაზე მოხდეს

საპარლამენტო დელეგაციის ინიციტივით, ოლივერ უორდროპის საფლავზე მემორიალის გახსნის ცერემონიალი ჩატარდა

საპარლამენტო დელეგაციის ინიციტივით, ოლივერ უორდროპის საფლავზე მემორიალის გახსნის ცერემონიალი ჩატარდა

ირაკლი კობახიძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

ირაკლი კობახიძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

თსუ: კახა ბექაურის დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან და სრულად აკმაყოფილებს მაუწყებლობის შესახებ კანონს

თსუ: კახა ბექაურის დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან და სრულად აკმაყოფილებს მაუწყებლობის შესახებ კანონს

პირადად მე, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ვარ გარანტი, რომ ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება

პირადად მე, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ვარ გარანტი, რომ ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80