როგორც ვენეციის კომისიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, საკონსტიტუციო რეფორმის მიმართულება სწორია
მთავარი

როგორც ვენეციის კომისიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, საკონსტიტუციო რეფორმის მიმართულება სწორია

როგორც ვენეციის კომისიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, საკონსტიტუციო რეფორმის მიმართულება სწორია
ipn.ge

2017-10-12 16:22:46

როგორც ვენეციის კომისიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, რეფორმების მიმართულება, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმის მიმართულება სწორია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

აპატურაიმ საქართველოს თავცდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, საქართველოს პრემიერ-მინიტრ გიორგი კვირიკაშვილთან და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.

”ქართველ ხალხს მინდა მადლობა გადავუხადო ავღანეთში გაწეული წვლილისთვის, რომელიც როგორც მინისტრმა დამარწმუნა, გაგრძელდება. ასევე მინდა თანაგრძნობა გამოვხატო იმ ქართველი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც დაშავდნენ ან დაიღუპნენ. ჩვენ მადლობელი ვართ იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველომ თავდაცვის ფუნდამენტური რეფორმა ჩაატარა, რომელსაც უძღვებოდა მინისტრი ლევან იზორია. ეს წარმატებული რეფორმაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველოს მხარი დავუჭიროთ. ჩვენ ასევე გვაქვს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი და წვრთნები. ეს ის არის, რაზეც ვმუშაობთ. მე ყოველთვის ვამბობ - ”მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში”. საქართველოში ყოველი ვიზიტისას ეს უფრო და უფრო შეესაბამება სიმართლეს. მე შევხვდი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. ასევე განვიხილეთ შიდაპოლიტიკური საკითხები. საქართველოს შიდა პოლიტიკა ყოველთვის საინტერესოა. როგორც ვენეციის კომისიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, რეფორმების მიმართულება, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმის მიმართულება სწორია”, - განაცხადა აპატურაიმ.
სოფიო ქაცარავა დესისლავა ივანოვას შეხვდა

სოფიო ქაცარავა დესისლავა ივანოვას შეხვდა

სოფიო ქაცარავა იგორ დოლგოვს შეხვდა

სოფიო ქაცარავა იგორ დოლგოვს შეხვდა

სოფო კილაძე გერმანიის შეიარაღებული ძალების საპარლამენტო კომისრის აპარატის წარმომადგენელს ჰანეს კიკჰეფერს შეხვდა

სოფო კილაძე გერმანიის შეიარაღებული ძალების საპარლამენტო კომისრის აპარატის წარმომადგენელს ჰანეს კიკჰეფერს შეხვდა

კახიმ მთელი კამპანია ჩაატარა პოზიტიური მესიჯებით, სწორედ ასეთი პოზიტიური, დადებითი და სიცოცხლით სავსე იქნება თბილისი

კახიმ მთელი კამპანია ჩაატარა პოზიტიური მესიჯებით, სწორედ ასეთი პოზიტიური, დადებითი და სიცოცხლით სავსე იქნება თბილისი

სამწუხაროა, რომ ყიზილაჯლოში მომხდარი კრიმინალური ფაქტი გარკვეულმა ძალებმა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენეს

სამწუხაროა, რომ ყიზილაჯლოში მომხდარი კრიმინალური ფაქტი გარკვეულმა ძალებმა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენეს

ამ არჩევნებზე იყო ერთმანეთის შეურაცხყოფა, ქილიკი ერთმანეთის მიმართ, მგონია, ეს ყველაფერი წარსულს უნდა ჩავაბაროთ

ამ არჩევნებზე იყო ერთმანეთის შეურაცხყოფა, ქილიკი ერთმანეთის მიმართ, მგონია, ეს ყველაფერი წარსულს უნდა ჩავაბაროთ

იუსტიციის საბჭომ გაზრდილი პასუხისმგებლობა უნდა გამოიყენოს პრობლემების მოსაგვარებლად და არა, პრობლემების შესაქმნელად

იუსტიციის საბჭომ გაზრდილი პასუხისმგებლობა უნდა გამოიყენოს პრობლემების მოსაგვარებლად და არა, პრობლემების შესაქმნელად

ჩვენ ხვალ გვაქვს ისტორიული შანსი, რომ ამ ქვეყნის განვითარება სასიკეთოდ შევცვალოთ

ჩვენ ხვალ გვაქვს ისტორიული შანსი, რომ ამ ქვეყნის განვითარება სასიკეთოდ შევცვალოთ

სარეკლამო ბანერი
1000 X 80