კასპიის სექტორში არსებული ღრმაწყლიანი საბადოების დამუშავების თაობაზე პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა
მთავარი

2017-09-14 13:50:08

ილია ელოშვილი "აზერბაიჯანის კასპიის სექტორში არსებული "აზერის", "ჩირაგის", "გიუნეშლის" ღრმაწყლიანი საბადოების დამუშავების თაობაზე პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ" შეთანხმების გაგრძელების ცერემონიას დაესწრო.

ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გახსნა და სტუმრებს სიტყვით მიმართა. ენერგეტიკის მინისტრმა, ილია ელოშვილმა ილჰამ ალიევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სპეციალური მისალოცი მიმართვა გადასცა.

"პირველ რიგში, აზერბაიჯანთან, როგორც ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში, მე ხაზს გავუსვამდი განხორციელებულ წარმატებულ სატრანზიტო პროექტებს - "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი", "სამხრეთ კავკასიური მილსადენი" და "ბაქო-თბილისი სუფსის" მილსადენები, რომლებიც ემსახურებიან კასპიის რეგიონის ნახშირწყალბადი რესურსების დასავლეთით ტრანსპორტირებას. აღნიშნული პროექტების ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის, ნდობისა და პარტნიორობის შედეგია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება "აზერის", "ჩირაღისა" და "გუნეშლის" საბადოებიდან "ხმელთაშუა ზღვისკენ" "ბაქო-თბილისი -ჯეიჰანისა" და საქართველოში სუფსამდე "ბაქო-სუფსის" ნავთობსადენებით ხორციელდება. აქედან გამომდინარე, ამ საბადოებთან დაკავშირებული ნებისმიერი პროგრესი პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე", - განაცხადა ღონისძიებაზე ენერგეტიკის მინისტრმა.

შეთანხმება აზერბაიჯანში 1994 წლის 20 სექტემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა და მსოფლიოს 9 ქვეყნის წარმომადგენელ 11 მსხვილ ნავთობკომპანიას შორის გაფორმდა და "საუკუნის კონტრაქტის" სახელი ეწოდა. ის წარმოადგენს დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ნავთობის ახალი სტრატეგიისა და დოქტრინის დასაწყისს.

პროექტის მონაწილეები არიან ბრიტანული კომპანია BP, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR, ამერიკული კომპანია Chevron, ExxonMobil, Devon Energy და Amerada Hess, იაპონური Inрex Corр და ITOCHU Oil, ნორვეგიული Statoil და თურქული TPAO.

სწორედ აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ორი საექსპორტო ნავთობსადენის პროექტი - ბაქო-სუფსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი.

ბაქო-სუფსას დერეფნის მშენებლობის შეთანხმებას ხელი მოეწერა 1996 წელს და იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ქვეყნების მეტად ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობის საფუძვლის შესაქმნელად. შეთანხმება დაეხმარა საქართველოს დაბრუნებულიყო მსოფლიო რუკაზე, როგორც ისტორიულად სატრანზიტო როლის მქონე ქვეყანა, რამაც გზა გაუხსნა აღმოსავლეთ-დასავლეთის სტრატეგიულ ენერგო დერეფანს და ხელი შეუწყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას.

რაც შეეხება, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს, ის ნავთობის კასპიის და ხმელთაშუა ზღვებს შორის ტრანსპორტირების პირველი და უმოკლესი მარშრუტია. საქართველოში მილსადენის მშენებლობა 2005 წელს დასრულდა და დაახლოებით 4 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა. მილსადენი "აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის" საბადოდან მოპოვებული ნავთობის ექსპორტირებას ახდენს.

პარლამენტმა მთელი ქართული მედიასამყაროს და არასამთავრობო სექტორის პოზიციის იგნორირება მოახდინა

პარლამენტმა მთელი ქართული მედიასამყაროს და არასამთავრობო სექტორის პოზიციის იგნორირება მოახდინა

მაგისტრ მოხელეებს სასესხო ხელშეკრულებებსა და სხვა მსგავს საქმეებზე დავების განხილვის უფლებამოსილება აღარ მიენიჭებათ

მაგისტრ მოხელეებს სასესხო ხელშეკრულებებსა და სხვა მსგავს საქმეებზე დავების განხილვის უფლებამოსილება აღარ მიენიჭებათ

საპარლამენტო უმრავლესობამ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის ხელშეწყობა ტრადიციად აქცია

საპარლამენტო უმრავლესობამ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის ხელშეწყობა ტრადიციად აქცია

როდესაც გადაწყვეტილების დრო მოვიდა, მხარი დავუჭირეთ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გაძლიერებას

როდესაც გადაწყვეტილების დრო მოვიდა, მხარი დავუჭირეთ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გაძლიერებას

პარლამენტმა 83 ხმით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა 83 ხმით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიზანია, არ გაიფლანგოს ათეულობით მილიონი ლარი, რასაც ნულოვან რეიტინგში და ნულოვან სოციალურ გავლენაში ვიხდით

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიზანია, არ გაიფლანგოს ათეულობით მილიონი ლარი, რასაც ნულოვან რეიტინგში და ნულოვან სოციალურ გავლენაში ვიხდით

ე.წ. კიროვის ქარხანაში ძლიერი ხანძარია

ე.წ. კიროვის ქარხანაში ძლიერი ხანძარია

აუცილებელია ყველა მოთამაშემ გააცნობიეროს სირიის მთავრობასთან დიალოგის დაწყების აუცილებლობა

აუცილებელია ყველა მოთამაშემ გააცნობიეროს სირიის მთავრობასთან დიალოგის დაწყების აუცილებლობა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80