თამარ ხულორდავამ ევროპარლამენტში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მონაწილეობა მიიღო
მთავარი

for.ge

2017-09-13 21:09:14

13 სექტემბერს, ევროპარლამენტში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში, თამარ ხულორდავა მონაწილეობდა.

აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების წარმომადგენელებმა ევროპარლამენტის წევრებთან ერთად ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს.

განისაზღვრა პლენარული სხდომის დღის წესრიგი, რომელსაც 31 ოქტომბრიდან უკრაინის უმაღლესი რადა უმასპინძლებს, განხილულ იქნა საერთო ინტერესების საკითხები და სამომავლო სამოქმედო გეგმა.

ევროკავშირთან საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარტნიორობის გაძლიერების მიზნით, ევრონესტის საპარალამენტო ასამბლეაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორებისთვის.

ჯგუფი, რომელშიც საქათველოს თამარ ხულორდავა და სერგი კაპანაძე წარმოადგენენ, რეგულარულად შეიკრიბება და განიხილავს სამი ქვეყნის ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესს, მიღწევებს და გამოწვევებს.

მიმდინარე წელს, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ყურადღების საგანია ახალგაზრდობის უმუშევრობის შემცირება, რეგიონში ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესება, ქალთა გაძლიერება და მედიის თავისუფლება.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო განზომილებას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის წარმატებაში.

ვაზისუბნის დასახლებაში ახალი სკვერი გაიხსნა

ვაზისუბნის დასახლებაში ახალი სკვერი გაიხსნა

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს

კახა კალაძე: მერიაში რეორგანიზაციის პროცესი დაწყებულია, კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ

კახა კალაძე: მერიაში რეორგანიზაციის პროცესი დაწყებულია, კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ

დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ მარეკ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა

დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ მარეკ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა

მთელი რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ ღამის ეკონომიკა განვავითაროთ

მთელი რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ ღამის ეკონომიკა განვავითაროთ

კახა კალაძე:  კომპრომისს ვერ დავუშვებთ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება

კახა კალაძე: კომპრომისს ვერ დავუშვებთ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სასაზღვრო პრობლემები იქამდე უნდა გადაწყდეს, ვიდრე ეს ქვეყნები შეძლებენ ევროკავშირის წევრები გახდნენ

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სასაზღვრო პრობლემები იქამდე უნდა გადაწყდეს, ვიდრე ეს ქვეყნები შეძლებენ ევროკავშირის წევრები გახდნენ

ლოგიკურად პრეზიდენტის პოსტზე ორივე კანდიდატი - გიორგი კვირიკაშვილიც და დავით სერგეენკოც დასაშვებია

ლოგიკურად პრეზიდენტის პოსტზე ორივე კანდიდატი - გიორგი კვირიკაშვილიც და დავით სერგეენკოც დასაშვებია

სარეკლამო ბანერი
1000 X 80