2017 წლის 8 თვეში ექსპორტი 28,5%-ით არის გაზრდილი

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

2017 წლის 8 თვეში ექსპორტი 28,5%-ით არის გაზრდილი

2017 წლის 8 თვეში  ექსპორტი 28,5%-ით  არის გაზრდილი
for.ge

2017-09-13 18:00:52

„2017 წლის აგვისტოში ექსპორტი გაიზარდა 25,7% -ით, ხოლო იმპორტი - 1,2% -ით. შესაბამისად, კუმულატიურად, 2017 წლის 8 თვის მონაცემებით  ექსპორტში გვაქვს 28,5%-იანი ზრდა, ხოლო იმპორტი გაზრდილია 7,5%-ით“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესახებ კომენტარისას განაცხადა.

 „ექსპორტის მიმართულებით ძირითადად ზრდა გვაქვს ფეროშენადნობების, სასუქების, მინერალური წყლების, ღვინის, სამკურნალო საშუალებების ექსპორტში, შესაბამისად, საქართველოს საგარეო ვაჭრობაში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება უკვე 2016 წლის სექტემბრიდან. თვიდან თვემდე ექსპორტი მზარდია და საგარეო ვაჭრობა ამ არხით დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე“ - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

 2017 წლის 8 თვეში სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა 28.1 მლნ. აშშ დოლარით. მიმდინარე წლის აგვისტოში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ფეროშენადნობის (134%), აზოტოვანი სასუქების (84%), სამკურნალო საშუალებების (79%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (64%)  და მინერალური და მტკნარი წყლების (23%) ექსპორტი

რაც შეეხება იმპორტს, გაზრდილია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (32%), სატელეფონო აპარატების (27%), სამკურნალო საშუალებების (17%)  იმპორტი. 

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებული წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები, ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, შექმნის ექსპორტის პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას. 

 

 
ხუთ მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია სრულდება

ხუთ მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია სრულდება

არჩილ თალაკვაძე ინიციატივით გამოდის, საჯარო სკოლებს, საბაზისო დაფინანსებასთან ერთად, შედეგზე მორგებული დაფინანსების მოდელიც შესთავაზონ

არჩილ თალაკვაძე ინიციატივით გამოდის, საჯარო სკოლებს, საბაზისო დაფინანსებასთან ერთად, შედეგზე მორგებული დაფინანსების მოდელიც შესთავაზონ

 კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

რაც დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკურ პარტიას“ გამოეყო, მისი ოცნება „ქართულ ოცნებაში“ პრობლემების წარმოქმნა იყო, რომ ივანიშვილს მისთვის კვლავ დაეხაძა

რაც დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკურ პარტიას“ გამოეყო, მისი ოცნება „ქართულ ოცნებაში“ პრობლემების წარმოქმნა იყო, რომ ივანიშვილს მისთვის კვლავ დაეხაძა

კოჯორში სანიაღვრე არხები ეწყობა

კოჯორში სანიაღვრე არხები ეწყობა

გია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილების შესახებ იცოდა

გია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილების შესახებ იცოდა

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში თარხან ბათირაშვილის მეუღლე და ორი შვილი დააკავეს

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში თარხან ბათირაშვილის მეუღლე და ორი შვილი დააკავეს

„თბილისის ცის ქვეშ“ ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი წარდგება

„თბილისის ცის ქვეშ“ ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი წარდგება


სარეკლამო ბანერი
1000 X 80