„ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, ხელისუფლებამ Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი საერთაშორისო საექსპერტო ბიუროს წარუდგინოს
მთავარი

ipn

2017-08-13 19:21:59

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებისგან მოითხოვს, Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი ექსპერტიზისთვის საერთაშორისო საექსპერტო ბიუროს წარუდგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თვითონ გააკეთებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

„გავრცელდა ივანიშვილის მინისტრის სატელეფონო საუბარი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულება და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა; ამ საუბარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იდევნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივით; ასევე, დაადასტურა, რომ ბატონი პოროშენკოს ივანიშვილ-კვირიკაშვილთან შეხვედრის მთავარი მეზეზი და მიზანი გახლდათ სააკაშვილის ექსტრადიციის თუ არაექსტრადიციის საკითხი; დადასტურდა ისიც, რომ მთელი ქვეყნის ბიუროკრატიული სამსახური და განსაკუთრებით შსს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უთვალთვალდებენ, რითაც სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიან. ათწუთიან სატელეფონო საუბარში ჩანს, რა დამნაშავე შს მინისტრი ჰყავს ივანიშვილის რეჟიმს. იმის გათვალისწინებით, რომ შსს-მ უარყო ჩანაწერის ავთენტურობა, მოვითხოვთ, უახლოეს დღეებში ხელისუფლებამ საერთაშორისო საექსპერტო ბიუროს წარუდგინოს ეს ჩანაწერი. თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ეჭვი არავის შეეპარება, რომ ეს, დიახაც, ავთენტური ჩანაწერია. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ გააკეთებენ ამას, „ნაციონალური მოძრაობა“ თავად წარადგენს ჩანაწერს საერთაშორისო საექსპერტო ბიუროში“, - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, პარტია ინფორმაციას თარგმნის და მიაწვდის მთელ საერთაშორისო საზოგადოებას. 

Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი ,,პრანკერი“ ლექსუსი თითქოსდა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება. გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ის ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ მსგავსი საუბარი შედგა. 
AXIS -ში შეძენილი ბინის ხიბლი

AXIS -ში შეძენილი ბინის ხიბლი

მთელი ოპოზიცია ერთიანია, რომ პროპორციული სისტემა ყველაზე სამართლიანია, პრეზიდენტის არჩევის წესი კი, პირდაპირი უნდა იყოს

მთელი ოპოზიცია ერთიანია, რომ პროპორციული სისტემა ყველაზე სამართლიანია, პრეზიდენტის არჩევის წესი კი, პირდაპირი უნდა იყოს

თუკი ბუნებრივი პირობები შეგვიწყობს ხელს, უახლოეს საათებში ბორჯომის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებული იქნება

თუკი ბუნებრივი პირობები შეგვიწყობს ხელს, უახლოეს საათებში ბორჯომის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებული იქნება

საქართველო ჩინეთში უმსხვილეს გამოფენაზე წარდგება

საქართველო ჩინეთში უმსხვილეს გამოფენაზე წარდგება

ოპოზიცია საკონსტიტიციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ორ მოთხოვნას უგზავნის

ოპოზიცია საკონსტიტიციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ორ მოთხოვნას უგზავნის

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება: აშშ თავიდან ვერ აიცილებს ჩვენს უმოწყალო თავდასხმას

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება: აშშ თავიდან ვერ აიცილებს ჩვენს უმოწყალო თავდასხმას

სამხედრო ხომალდი „ჯონ მაკკეინი“ მალაკის სრუტეში სავაჭრო გემს შეეჯახა, ათი მეზღვაური დაკარგულად ითვლება

სამხედრო ხომალდი „ჯონ მაკკეინი“ მალაკის სრუტეში სავაჭრო გემს შეეჯახა, ათი მეზღვაური დაკარგულად ითვლება

ბორჯომის ტყეში ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერა ლოკალიზებულია, თუმცა ცალკეულ ადგილებზე მუშაობა მიმდინარეობს

ბორჯომის ტყეში ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერა ლოკალიზებულია, თუმცა ცალკეულ ადგილებზე მუშაობა მიმდინარეობს

სარეკლამო ბანერი
1000 X 80