რუსი ოლიგარქის მინისტრმა „ავაკოვთან“ საუბარში აღიარა ის, რასაც მე ყოველთვის ვამბობდი: ყველა საქმე ჩემს წინააღმდეგ ფაბრიკაციაა
მთავარი

ipn

2017-08-13 19:20:53

რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მინისტრმა „ავაკოვთან“ საუბარში აღიარა ის, რასაც მე ყოველთვის ვამბობდი: ყველა საქმე ჩემს წინააღმდეგ ფაბრიკაციაა და წმინდა პოლიტიკური ხასიათი აქვს, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელიც ცნობილი რუსი ,,პრანკერის“, „ლექსუსისა“ და თითქოსდა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის საუბარს ასახავს.

„ივანიშვილს საქართველოში ჩემი ჩასვლის ეშინია, რამდენადაც ქართველი ხალხი, რომელსაც უკვე საკმაო მასალა აქვს ჩემი მმართველობის შესადარებლად ოლიგარქიულ ჩაგვრასთან, გამოვა ქუჩაში და გახვეტს მათ, როგორც კი თბილისში გამოვჩნდები. მაგრამ მე მაქვს უახლოესი გეგმები, რომლებიც უკავშირდება უკრაინას და მის გათავისუფლებას მოლდოველი და დონეცკელი ოლიგარქებისგან“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში, მის ოფიციალურ გვერდზე.

Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი ,,პრანკერი“ ლექსუსი თითქოსდა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება. გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ის ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, უარყო, რომ მსგავსი საუბარი შედგა.
იან კელი:  საქართველოში კარგი წინასაარჩევნო გარემოა

იან კელი: საქართველოში კარგი წინასაარჩევნო გარემოა

ნანა კაკაბაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ნანა კაკაბაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

კიევში, პარლამენტის შენობასთან მომიტინგეებმა კარვების გაშლა დაიწყეს

კიევში, პარლამენტის შენობასთან მომიტინგეებმა კარვების გაშლა დაიწყეს

კიევში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა

კიევში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა

ბენედიქტ ფრანკემ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კიდევ ერთხელ მიიწვია

ბენედიქტ ფრანკემ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კიდევ ერთხელ მიიწვია

ცესკოს თავმჯდომარისთვის დაჯილდოება ნიშნავს ჩვენი საარჩევნო სისტემის აღიარება

ცესკოს თავმჯდომარისთვის დაჯილდოება ნიშნავს ჩვენი საარჩევნო სისტემის აღიარება

გიორგი გახარია: კახა კალაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნამდვილი ლიდერია

გიორგი გახარია: კახა კალაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნამდვილი ლიდერია

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს

სარეკლამო ბანერი
1000 X 80