ძალოვან სტუქტურებს წესად აქვთ, რომ მათი საუბარი დახურული ხაზით ხორციელდება
მთავარი

ძალოვან სტუქტურებს წესად აქვთ, რომ მათი საუბარი დახურული ხაზით ხორციელდება

ძალოვან სტუქტურებს წესად აქვთ, რომ მათი საუბარი დახურული ხაზით ხორციელდება
ipn

2017-08-13 19:16:37

საქართველოს ხელისუფლებას და საგამოძიებო სტუქტურებს არ შეუცვლიათ საკუთარი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანასა და ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებისთვის პასუხების გაცემაზე, რომელსაც რატომღაც ”პიჯაკების საქმე” დაარქვეს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. 

მისი თქმით, ”საქართველოში უამრავი ადამიანი ითხოვს, რომ სააკაშვილმა პასუხი აგოს ჩადენილი დანაშაულებისა და თუ გადაცდომებისთვის”. 

”რაც შეეხება Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ მასში მონაწილე პირები ცნობილი არიან, როგორც ხმის იმიტაციის ექსპერტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა ძალოვან სტუქტურებს წესად აქვთ, რომ მათი საუბარი დახურული ხაზით ხორციელდება. მე არ ვიცი გავრცელებულ ჩანაწერს როგორ შეიძლება გაეცეს სამართლებრივად პასუხი და ზოგადად, ეს საჭიროა თუ არა, მაგრამ რეალურად ”ნაციონალური მოძრაობა” არ ტოვებს საკითხს, რომ არ მოითხოვოს გამოძიება თუ საპარლამენტო კომისიის შექმნა - ეს მათი პოლიტიკური ბრძოლისთვის დამახასიათებელია”, - განაცხადა ვოლსკიმ. 

Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი ”პრანკერების” (სატელეფონო ხულიგნები) ”ვოვანის“ და ”ლექსუსის“ მტკიცებით, ”ლექსუსი“ საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება. აუდიოჩანაწერის თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოს თანახმად, თითქოსდა, გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.

აუდიოჩანაწრის თანახმად, ”პრანკერი” საქართველოს შს მინისტრს ეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს უკრაინაში ჩასვლას, თუმცა ის იქ არ სჭირდებათ და საქართველოს უნდა გადასცენ. 
იან კელი:  საქართველოში კარგი წინასაარჩევნო გარემოა

იან კელი: საქართველოში კარგი წინასაარჩევნო გარემოა

ნანა კაკაბაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ნანა კაკაბაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

კიევში, პარლამენტის შენობასთან მომიტინგეებმა კარვების გაშლა დაიწყეს

კიევში, პარლამენტის შენობასთან მომიტინგეებმა კარვების გაშლა დაიწყეს

კიევში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა

კიევში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა

ბენედიქტ ფრანკემ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კიდევ ერთხელ მიიწვია

ბენედიქტ ფრანკემ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კიდევ ერთხელ მიიწვია

ცესკოს თავმჯდომარისთვის დაჯილდოება ნიშნავს ჩვენი საარჩევნო სისტემის აღიარება

ცესკოს თავმჯდომარისთვის დაჯილდოება ნიშნავს ჩვენი საარჩევნო სისტემის აღიარება

გიორგი გახარია: კახა კალაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნამდვილი ლიდერია

გიორგი გახარია: კახა კალაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნამდვილი ლიდერია

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს

სარეკლამო ბანერი
1000 X 80