ალექსეი სტოლიაროვი („ლექსუსი“): გიორგი მღებრიშვილმა არადაცული სატელეფონო კავშირით შიდა ინსტრუქცია დაარღვია
მთავარი

ipn

2017-08-13 19:15:47

რუსი პრანკერები მზად არიან, საქართველოს შს მინისტრთან საუბრის დასამტკიცებლად ჩანაწერი „ნებისმიერ ექსპერტიზას“ გადასცენ. ამის შესახებ ალექსეი სტოლიაროვმა („ლექსუსი“) რადიოსადგურ Говорит Москва-ს განუცხადა.

„ეს პირველი ადამიანი არ არის, ვინც ცდილობს ჩვენთან საუბარი უარყოს. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, იქნებოდა ეს ერდოღანი თუ ნატო-ს გენერალური მდივანი, ჩვენ ყოველთვის ვაძლევდით ამ ჩანაწერებს დამოუკიდებელი ექსპერტიზის სააგენტოს. ფაქტი ყოველთვის დასტურდებოდა. ჩვენ გვაქვს მინისტრის პირადი მობილურის ნომერი, თუ საჭირო გახდა, წარმოვადგენთ. ვფიქრობ, მისმა გარემოცვამ ეს ნომერი იცის“, - განაცხადა სტოლიაროვმა. 

მისივე აზრით, გიორგი მღებრიშვილმა არადაცული სატელეფონო კავშირით შიდა ინსტრუქცია დაარღვია. „შს მინისტრი ძალოვანია, მას შიდა ინსტრუქციით ეკრძალება ასეთი საჩოთირო თემების განხილვა ღია სატელეფონო ხაზებით. ამით, რა თქმა უნდა, მის რეპუტაციას გარკვეულწილად ჩრდილი ადგება. მან ხომ ჩვენ გაგვიმხილა საიდუმლო შეთანხმება საქართველოს პრემიერსა და პოროშენკოს შორის“, - განაცხადა სტოლიაროვმა.

მისივე თქმით, საუბრის დროს მღებრიშვილი ბათუმში იმყოფებოდა და ბელარუს და აზერბაიჯანელ მინისტრებთან ერთად ისვენებდა.

Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი ,,პრანკერი“ ლექსუსი თითქოსდა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება. გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ის ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია. 
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ჯეიმს მეტისისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ჯეიმს მეტისისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესაძლებლობას განიხილავს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესაძლებლობას განიხილავს

დაღესტანში, ტაძართან სროლაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

დაღესტანში, ტაძართან სროლაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

პარლამენტში ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის შეხვედრა მიმდინარეობს

პარლამენტში ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის შეხვედრა მიმდინარეობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე და მასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე დღეს უმრავლესობა იმსჯელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე და მასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე დღეს უმრავლესობა იმსჯელებს

აღმაშენებელზე ისტორიულ შენობაში ხანძრის ლოკალიზება 21 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის და 100 მეხანძრე-მაშველის მუშაობის შედეგად მოხერხდა

აღმაშენებელზე ისტორიულ შენობაში ხანძრის ლოკალიზება 21 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის და 100 მეხანძრე-მაშველის მუშაობის შედეგად მოხერხდა

გერმანიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში გადაყვანის წინადადება აქტიურად განიხილება

გერმანიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში გადაყვანის წინადადება აქტიურად განიხილება

ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება რჩება საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტად

ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება რჩება საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტად

სარეკლამო ბანერი
1000 X 80