კახა კალაძე: ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება უნდა ამოქმედდეს
მთავარი

კახა კალაძე: ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება უნდა ამოქმედდეს

კახა კალაძე:  ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება უნდა ამოქმედდეს
ipn

2017-08-13 16:51:48

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება, განახლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განვითარდეს საბაგირო ხაზები, მოხდეს ელექტრომობილების პოპულარიზაცია. 

როგორც კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, დღეს გარემოს ყველაზე მეტად რაც აბინძურებს, მისი აზრით, არის ტრანსპორტი და მშენებლობები. მერობის კანდიდატი ასევე აღნიშნავს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ავტობუსების წარმოება და აწყობა საქართველოში მოხდეს. 

„ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის პირველი, რაც მნიშვნელოვანი და გასაკეთებელია, ვფიქრობ, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ პოპულარული. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მოგვიწევს დიდი რაოდენობით ავტობუსების შესყიდვა, ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მათი წარმოება და აწყობა მოხდეს საქართველოში. აუცილებლად მოხდება მეტროს მოდერნიზაცია. ხელს შევუწყობთ საბაგირო ხაზების განვითარებასა და ელექტრომობილების პოპულარიზაციას. უნდა ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება,რაც მგონია, რომ კიდევ დაგვეხმარება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში”, - აცხადებს კალაძე.
ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილი მიღება

ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილი მიღება

ნიუ-იორკის პოლიციამ მანჰეტენზე მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

ნიუ-იორკის პოლიციამ მანჰეტენზე მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

პროკურორი:  რუსეთის სპეცსამსახურებმა, შესაძლოა, სააკაშვილის ლიკვიდაცია განახორციელონ

პროკურორი: რუსეთის სპეცსამსახურებმა, შესაძლოა, სააკაშვილის ლიკვიდაცია განახორციელონ

დეპუტატის თქმით, თითოეული ძველი უბნის რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება

დეპუტატის თქმით, თითოეული ძველი უბნის რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება

დიმიტრი ქუმსიშვილი: „ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ სრულად მხარდაჭერილია“

დიმიტრი ქუმსიშვილი: „ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ სრულად მხარდაჭერილია“

დიმიტრი ქუმსიშვილი: „წლის ბოლომდე ტურიზმის სექტორიდან 2 მლრდ 700 მლნ აშშ დოლარს ველოდებით“

დიმიტრი ქუმსიშვილი: „წლის ბოლომდე ტურიზმის სექტორიდან 2 მლრდ 700 მლნ აშშ დოლარს ველოდებით“

პირველმა ვიცე პრემიერმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა

პირველმა ვიცე პრემიერმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა

რეაბილიტირებული ორბელიანის მოედანი - 2000 ახალი სამუშაო ადგილი და ახალ ტურისტული მარშრუტები

რეაბილიტირებული ორბელიანის მოედანი - 2000 ახალი სამუშაო ადგილი და ახალ ტურისტული მარშრუტები

სარეკლამო ბანერი
1000 X 80