თბილისში დავნერგავთ ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების თანამედროვე სისტემას
მთავარი

თბილისში დავნერგავთ ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების თანამედროვე სისტემას

თბილისში დავნერგავთ ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების თანამედროვე სისტემას
ipn

2017-08-13 16:50:13

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე დედაქალაქში სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობს. მისი თქმით, მოხდება მოსახლეობისთვის, დასაქმებულისას და თბილისის ეკოლოგიისთვის უსაფრთხო სამუშაოების წარმოება ქალაქის ნებისმიერ წერტილში. 

როგორც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში განმარტა, შემუშავდება პარკებისა და სკვერების განვითარების ერთიანი ხედვა. 

„მხოლოდ ერთი ცენტრალური პარკის შექმნა არ არის საკმარისი თბილისისთვის, მისი განლაგებიდან და პერსპექტივაში ურბანული განვითარების გეგმიდან გამომდინარე. თბილისში გვაქვს დაახლოებით 1400-მდე სკვერი და პარკი, რომელსაც სისტემატური ზრუნვა და განახლება სჭირდება. თითოეულ მათგანში შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც დროის გატარება იქნება ყველასთვის სასიამოვნო. ასევე, მნიშვნელოვანია, თბილისში არსებული რეკრეაციული პოტენციალის მქონე სივრცეების ათვისება. მტკვრის მიდამოებში ჩვენ გვაქვს უამრავი აუთვისებელი ადგილი, სადაც არის შესაძლებლობა იმისა, რომ მოვაწყოთ დასვენების ზონები და გამწვანებული სივრცეები. თბილისში დავნერგავთ ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების თანამედროვე სისტემას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ეკოლოგიურ გარემოს. ყველაფერი ეს, რაზეც ვისაუბრე, მთლიანობაში, უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა სივრცის შექმნას, სადაც ჩვენი შვილები, მომავალი თობები გაიზრდებიან. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თბილისი ერთ-ერთი ყველაზე მწვანე და სიცოცხლით სავსე ქალაქი იქნება,”-ნათქვამია ვიდეომიმართვაში.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ჯეიმს მეტისისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ჯეიმს მეტისისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესაძლებლობას განიხილავს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესაძლებლობას განიხილავს

დაღესტანში, ტაძართან სროლაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

დაღესტანში, ტაძართან სროლაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

პარლამენტში ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის შეხვედრა მიმდინარეობს

პარლამენტში ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის შეხვედრა მიმდინარეობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე და მასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე დღეს უმრავლესობა იმსჯელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე და მასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე დღეს უმრავლესობა იმსჯელებს

აღმაშენებელზე ისტორიულ შენობაში ხანძრის ლოკალიზება 21 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის და 100 მეხანძრე-მაშველის მუშაობის შედეგად მოხერხდა

აღმაშენებელზე ისტორიულ შენობაში ხანძრის ლოკალიზება 21 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის და 100 მეხანძრე-მაშველის მუშაობის შედეგად მოხერხდა

გერმანიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში გადაყვანის წინადადება აქტიურად განიხილება

გერმანიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში გადაყვანის წინადადება აქტიურად განიხილება

ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება რჩება საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტად

ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება რჩება საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტად

სარეკლამო ბანერი
1000 X 80