ჩვენი მიზანია, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობა არსებითად გავაუმჯობესოთ
მთავარი

ipn

2017-08-13 16:48:49

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისს ეკოლოგიური განვითარების ერთიანი ხედვა და შესაბამისი სტრატეგია უნდა ჰქონდეს. მერობის კანდიდატმა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ყველაზე მეტად გარემოს, მისი აზრით, ტრანსპორტი და მშენებლობები აბინძურებს. 

„მინდა, შევეხო თბილისისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს და რომლის მოგვარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება - ეს არის ეკოლოგია. არაფერი ღირს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ფასად. ყველამ უნდა ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში. დღეს გარემოს ყველაზე მეტად რაც აბინძურებს, მგონია, რომ არის ტრანსპორტი და მშენელობები. ასევე, მნიშვნელოვანია პარკების, რეკრეაციული ზონების არსებობა-განვითარება, ნარჩენების მართვის საკითხიც გვაქვს მოსაგვარებელი. სიცოცხლით სავსე ქალაქს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქალაქის ეკოლოგიური განვითარების ერთიანი ხედვა”, - აცხადებს კახა კალაძე.

თბილისის მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება, განახლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განვითარდეს საბაგირო ხაზები, მოხდეს ელექტრომობილების პოპულარიზაცია. 

„პირველი, რაც მნიშვნელოვანი და გასაკეთებელია, მე ვფიქრობ, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ, პოპულარული. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მოგვიწევს დიდი რაოდენობით ავტობუსების შესყიდვა, ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მათი წარმოება და აწყობა მოხდეს საქართველოში. აუცილებლად მოხდება მეტროს მოდერნიზაცია. ხელს შევუწყობთ საბაგირო ხაზების განვითარებასა და ელექტრომობილების პოპულარიზაციას. უნდა ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება,რაც მგონია, რომ კიდევ დაგვეხმარება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში”, -აცხადებს მერობის კანდიდატი.
ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილი მიღება

ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილი მიღება

ნიუ-იორკის პოლიციამ მანჰეტენზე მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

ნიუ-იორკის პოლიციამ მანჰეტენზე მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

პროკურორი:  რუსეთის სპეცსამსახურებმა, შესაძლოა, სააკაშვილის ლიკვიდაცია განახორციელონ

პროკურორი: რუსეთის სპეცსამსახურებმა, შესაძლოა, სააკაშვილის ლიკვიდაცია განახორციელონ

დეპუტატის თქმით, თითოეული ძველი უბნის რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება

დეპუტატის თქმით, თითოეული ძველი უბნის რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება

დიმიტრი ქუმსიშვილი: „ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ სრულად მხარდაჭერილია“

დიმიტრი ქუმსიშვილი: „ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ სრულად მხარდაჭერილია“

დიმიტრი ქუმსიშვილი: „წლის ბოლომდე ტურიზმის სექტორიდან 2 მლრდ 700 მლნ აშშ დოლარს ველოდებით“

დიმიტრი ქუმსიშვილი: „წლის ბოლომდე ტურიზმის სექტორიდან 2 მლრდ 700 მლნ აშშ დოლარს ველოდებით“

პირველმა ვიცე პრემიერმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა

პირველმა ვიცე პრემიერმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა

რეაბილიტირებული ორბელიანის მოედანი - 2000 ახალი სამუშაო ადგილი და ახალ ტურისტული მარშრუტები

რეაბილიტირებული ორბელიანის მოედანი - 2000 ახალი სამუშაო ადგილი და ახალ ტურისტული მარშრუტები

სარეკლამო ბანერი
1000 X 80