„ნაციონალური მოძრაობა“ Страна.ua - ს მიერ, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
მთავარი

ipn

2017-08-13 16:45:08

 ჩვენ ვაპირებთ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას, რომელსაც საჭირო დროს გამოვიყენებთ როგორც საბრალდებო მტკიცებულებას, - ასე გამოეხმაურა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე Страна.ua - ს მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, სადაც ვიდეოს ავტორების მტკიცებით, გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოს თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.

როგორც რომან გოცირიძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში გავრცელებული აუდიო ჩანაწერის ავთენტურობაში დარწმუნებულები არიან, აუცილებელია პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს. 

”ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება, რომ ეს არის ავთენტური ჩანაწერი. მით უმეტეს, რომ მსგავსი ზარები საქართველოში ყოფილა დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც კულტურის მინისტრის ჩანაწერი გამოქვეყნდა. ჩვენ ვითხოვთ, სასწრაფოდ დაიწყოს ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, ვინაიდან საუბრის შინაარსი შეიცავს დანაშაულებრივ ნიშნებს. უნდა ჩატარდეს ხმის ექსპერტიზა. ათას სისულელეზე, რომელიც ინტერნეტში გავრცელდებოდა და ”ნაციონალურ მოძრაობას” ეხებოდა, ხელისუფლება გამოძიებას იწყებდა. ადგენდა, იყო თუ არა ხმები ავთენტური და იბარებდნენ დეპუტატებსაც კი, ხმის ნიმუშების ასაღებად. ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია გამოძიების ჩატარება ამ შემთხვევაშიც”, - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს არის სააკაშვილის პოლიტიკური დევნა და სახელმწიფო დონეზე აყვანილი არაკანონიერი ქმედებების წახალისება.

”ამ საუბარში ჩანს ის, რომ ეს არის ადამიანზე ნადირობა. რომ ეს არის სააკაშვილის პოლიტიკური დევნა და სახელმწიფო დონეზე აყვანილი არაკანონიერი ქმედებების წახალისება. ჩანს, რომ ისინი არღვევენ კანონს. ერთი მხრივ, უკრაინაში აგზავნიან ექსტრადირების მოთხოვნას და მეორე მხრივ, შსს მინისტრი და მთავრობა ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს. დარღვევაა ისიც, რომ ჰპირდებიან, სააკაშვილს მოქალაქეობა არ აღუდგება. ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა და შეიძლება ჩაითვალოს პრეზიდენტზე ზეწოლად. 

სავსებით სამართლიანად არიან შეშინებულები მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებით. ის სასამართლო პროცესები, რაც მიხეილ სააკაშვილის საქმეების წინააღმდეგ არის წამოწყებული, სავსებით სწორად აფიქრებინებს ხელისუფლებას, რომ ხალხი არის აღელვებული. 

როგორც ბულგაკოვი ამბობდა თავის რომანში, რომ ხელნაწერები არ იწვიანო, აი ზუსტად ისე ეს ჩანაწერები არ იწვიან. დადგება დრო, რომ ეს ჩანაწერი გამოყენებული იქნება როგორც საბრალდებო ფაქტი ხელისუფლების მისამართით.

მოვუწოდებ პროკურატურას, დაიწყონ ფაქტზე გამოძიება. თუ ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ყალბი ჩქანაწერია, თავად უნდა იყვნენ დაინტერესებული გამოძიებით, რათა საზოგადოება მხოლოდ მათ კი არ ენდოს სიტყვაზე, არამედ ექსპერტიზის შედეგები ნახონ. ჩვენ ვაპირებთ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას, რომელსაც საჭირო დროს გამოვიყენებთ როგორც საბრალდებო მტკიცებულებას”, - განაცხადა რომან გოცირიძემ. 
ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილი მიღება

ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილი მიღება

ნიუ-იორკის პოლიციამ მანჰეტენზე მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

ნიუ-იორკის პოლიციამ მანჰეტენზე მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

პროკურორი:  რუსეთის სპეცსამსახურებმა, შესაძლოა, სააკაშვილის ლიკვიდაცია განახორციელონ

პროკურორი: რუსეთის სპეცსამსახურებმა, შესაძლოა, სააკაშვილის ლიკვიდაცია განახორციელონ

დეპუტატის თქმით, თითოეული ძველი უბნის რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება

დეპუტატის თქმით, თითოეული ძველი უბნის რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება

დიმიტრი ქუმსიშვილი: „ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ სრულად მხარდაჭერილია“

დიმიტრი ქუმსიშვილი: „ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ სრულად მხარდაჭერილია“

დიმიტრი ქუმსიშვილი: „წლის ბოლომდე ტურიზმის სექტორიდან 2 მლრდ 700 მლნ აშშ დოლარს ველოდებით“

დიმიტრი ქუმსიშვილი: „წლის ბოლომდე ტურიზმის სექტორიდან 2 მლრდ 700 მლნ აშშ დოლარს ველოდებით“

პირველმა ვიცე პრემიერმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა

პირველმა ვიცე პრემიერმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა

რეაბილიტირებული ორბელიანის მოედანი - 2000 ახალი სამუშაო ადგილი და ახალ ტურისტული მარშრუტები

რეაბილიტირებული ორბელიანის მოედანი - 2000 ახალი სამუშაო ადგილი და ახალ ტურისტული მარშრუტები

სარეკლამო ბანერი
1000 X 80