თენგიზ ფხალაძე: უაღრესად აღმაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დგამს
მთავარი

თენგიზ ფხალაძე: უაღრესად აღმაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დგამს

თენგიზ ფხალაძე:  უაღრესად აღმაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დგამს
ipn.ge

2017-08-12 15:34:12

უაღრესად აღმაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დგამს, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

თენგიზ ფხალაძის თქმით, საქართველო ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს, რათა დასრულდეს რუსეთის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს პრობლემებს უქმნის.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშად ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტის მომსწრე გავხდით. მითუმეტეს, აღმაშფოთებელია და განსაკუთრებით ცინიზმით არის აღსავსე ეს ნაბიჯი, როდესაც ყველაფერი ხორციელდება იმ ე.წ. ვიზიტის ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში და ჩვენ ვხედავთ, როგორი „სტაბილურობა“ მოაქვს მის ასეთ ვოიაჟებს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება არც ერთი მეტრი საკუთარი ტერიტორიის ხელყოფას და გამოყენებული იქნება ყველა საერთაშორისო მექანიზმი იმისთვის, რომ არამხოლოდ ცალკეული ინცინდენტები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს საქართველოსთან მიმართებაში, არამედ საბოლოოდ დასრულდეს ის პოლიტიკა, რომელიც პრობლემებს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
არ იქნებოდა სწორი ყველა მოსამართლის გაშვება, თუმცა გაცილებით არასწორია ის, რაც მოხდა - მათი აღზევება

არ იქნებოდა სწორი ყველა მოსამართლის გაშვება, თუმცა გაცილებით არასწორია ის, რაც მოხდა - მათი აღზევება

თამაზ მოლაშვილი: მთელი ღამე ვბღაოდი ხოლმე, ახლაც მეტირება და ასეთ მოსამართლეებს ნიშნავენ უვადოდ

თამაზ მოლაშვილი: მთელი ღამე ვბღაოდი ხოლმე, ახლაც მეტირება და ასეთ მოსამართლეებს ნიშნავენ უვადოდ

მე არავითარი კითხვა არ მაქვს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძესთან - პირდაპირ ვდებ ბრალს, რომ ჩემი შვილი მან მოკლა

მე არავითარი კითხვა არ მაქვს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძესთან - პირდაპირ ვდებ ბრალს, რომ ჩემი შვილი მან მოკლა

ავსტრიიდან ოთხსულიანი ქართული ოჯახის დეპორტაცია იგეგმება

ავსტრიიდან ოთხსულიანი ქართული ოჯახის დეპორტაცია იგეგმება

ციურიხში სროლების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ციურიხში სროლების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე განცხადებას ავრცელებს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერიის განცხადება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80