პატრიარქმა ის მომლოცველები დალოცა, რომლებმაც სენაკიდან თბილისში წმინდა გიორგის ხატი ჩამოაბრძანეს
მთავარი

პატრიარქმა ის მომლოცველები დალოცა, რომლებმაც სენაკიდან თბილისში წმინდა გიორგის ხატი ჩამოაბრძანეს

პატრიარქმა ის მომლოცველები დალოცა, რომლებმაც სენაკიდან თბილისში წმინდა გიორგის ხატი ჩამოაბრძანეს
ipn.ge

2017-08-12 14:44:13

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ის პირები და მომლოცველები დალოცა, რომლებმაც სენაკიდან თბილისში წმინდა გიორგის ხატი ჩამოაბრძანეს.

პატრიარქმა ხატი აკურთხა და აღნიშნა, რომ ”ეს შესანიშნავი ხატია“.

„წმინდა გიორგის ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამხნევოს, დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ღმერთმა დალოცოს ის ხალხი, რომელიც მუშაობდა ამ ხატის შექმნაზე”, - განაცხადა ილია მეორემ.

როგორც ხატის ავტორმა ემილიანე ჯიქიამ განაცხადა, ხატის შექმნაზე 9 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

”იდეა წამოვიდა ჩემი მეგობრისგან თორნიკე პაჭკორიასგან, რომელიც მამა მელქისედეკის მრევლია. შემდეგ მივედით მოძღვართან, ვითხოვეთ ლოცვა-კურთხევა, რომ შეგვექმნა ეს ხატი. ჩავრთეთ ჩვენი სამეგობრო, სანათესაო, ყველა, ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ მიეღო მონაწილეობა. შემდეგ ჩამოვედით თბილისში, პატრიარქმაც დაგვლოცა, მოიწონა ჩვენი იდეა. 9 თვის განმავლობაში, დიდი შრომის, ღვაწლის ფასად შეიქმნა ეს ხატი”, - განაცხადა ემილიანე ჯიქიამ.

მისივე თქმით, ხატი სენაკიდან ჯერ მცხეთაში, სვეტიცხოველში ჩააბრძანეს, დღეს საპატრიარქოში მიაბრძანეს, საპატრიაქოდან ჯერ სამებაში გადააბრძანებენ, შემდეგ მლეთაში და ლომისას წმინდა გიორგის ტაძარში.

როგორც არქიმანდიტრმა დოროთე ყურაშვილმა აღნიშნა, ხატის შექმნაში ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული.

”ეს ხატი შეიქმნა სენაკში, ადამიანების დიდი მონდომებით. ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული ამ ხატის შექმნაში. ხატი ბრძანდებოდა სვეტიცხოველში, ჩამობრძანდა თბილისში, მივაბრძანებთ სამებაში, სამებიდან წაბრძანდება მლეთაში”, - განაცხადა არქიმანდიტრმა დოროთე ყურაშვილმა.
საპარლამენტო დელეგაციის ინიციტივით, ოლივერ უორდროპის საფლავზე მემორიალის გახსნის ცერემონიალი ჩატარდა

საპარლამენტო დელეგაციის ინიციტივით, ოლივერ უორდროპის საფლავზე მემორიალის გახსნის ცერემონიალი ჩატარდა

ირაკლი კობახიძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

ირაკლი კობახიძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

თსუ: კახა ბექაურის დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან და სრულად აკმაყოფილებს მაუწყებლობის შესახებ კანონს

თსუ: კახა ბექაურის დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან და სრულად აკმაყოფილებს მაუწყებლობის შესახებ კანონს

პირადად მე, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ვარ გარანტი, რომ ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება

პირადად მე, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ვარ გარანტი, რომ ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება

ბექაური: „გვარამიას ალბათ ნოსტალგია აქვს და სურს, რომ მედია მისი ტერორის ქვეშ იყოს”

ბექაური: „გვარამიას ალბათ ნოსტალგია აქვს და სურს, რომ მედია მისი ტერორის ქვეშ იყოს”

პარლამენტი ხვალ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებს

პარლამენტი ხვალ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებს

კრიზისების მართვის საბჭო მხოლოდ პრეზიდენტთან ქიშპობის გამო იყო თავის დროზე შექმნილი, რომელმაც 15 მილიონ ლარამდე გაფლანგა

კრიზისების მართვის საბჭო მხოლოდ პრეზიდენტთან ქიშპობის გამო იყო თავის დროზე შექმნილი, რომელმაც 15 მილიონ ლარამდე გაფლანგა

„ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტი: კახა ბექაური ერთ-ერთი გამორჩეული თავმჯდომარეა

„ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტი: კახა ბექაური ერთ-ერთი გამორჩეული თავმჯდომარეა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80