ჩვენ აღარ ვიმღერებთ ”ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველოს”, ჩვენ ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი
მთავარი

ipn.ge

2017-08-12 12:48:54

ჩვენ აღარ ვიმღერებთ ”ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველოს”, ჩვენ ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდგორობის დღესასწაულზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას დიდგორობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს სიძლიერე, საუკუნეების წინაც და დღესაც, ერთიანობაშია.

”დღეს არის ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღე, სიმბოლო ჩვენი ქვეყნის ერთიანობის და ძლიერების. დავით აღმაშენებელმა ამ გამარჯვებას მიაღწია მიზანმიმართული და თანმიმდევრული შრომით და ჩვენ, ქართველებს უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანი, მაშინ საქართველო იქნება ძლიერი. მინდა საქართველოს ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება და ჩვენ აუცილებლად გავმთლიანდებით. საქართველო იქნება ძლიერი, ჩვენ აღარ ვიმღერებთ ”ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველოს”, ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დიდგორობის დღესასწაულის აღსანიშნავად, დიდგორის ველზე მოსახლეობა დილიდან იკრიბება. ადგილზე მიმდინარეობს თეატრალიზებული დადგმები, წარმოდგენილია ქართული კულტურისა და რეწვის ნიმუშები, ქართული ნატურალური პროდუქტი. დიდგორის ველზე მყოფ მოქალაქეებს შესაძლებობა აქვთ ასევე ნახონ ქართული საბრძოლო ხელოვნება.

რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც

მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის, მანუჩარ კაპანაძის უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით

გერმანიის მთავრობა მათი ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ უცხოელებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს 3000 ევრომდე ფულად მხარდაჭერას სთავაზობს

გზა, რომელსაც მიჰყვებით, რთულია, შეიძლება, გრძელიც აღმოჩნდეს, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ

ყველა გრანდიოზული გეგმა ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველო ერთ რამეს ვერ გაითავისებს - მან უნდა გაამყაროს დემოკრატიული გარდაქმნა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

არსებული ინფორმაციით, თბილისის პროკურორი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

აშშ-მ ქვეყნები გააფრთხილა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მსხვილ გარიგებას სანქციები მოყვება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80