პროექტი Chek In Georgia აქტიურ ფაზაში შედის
მთავარი

პროექტი Chek In Georgia აქტიურ ფაზაში შედის

პროექტი   Chek In Georgia აქტიურ ფაზაში შედის
for.ge

2017-07-17 19:47:21

საქართველოში Check In Georgia-ს პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს, სასტუმრო იოტაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, „ბლექ სი არენას“ დირექტორმა ანი კავლელიშვილმა, „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ, „საბავშვო ევროვიზიის“ პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ, „ბრავო რეკორდსის“ პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ და „ჯეო ტურისტის“ წარმომადგენელმა ქრისტინა კობახიძემ.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ზაფხულის ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად განსაკურებით აქტიურ ფაზაში შედის Check in Georgia, რომლის ფარგლებშიც  მიმდინარე და მომდევნო თვეებში არაერთი ღონისძებაა დაგეგმილი, მათ შორის „ბლექ სი არენაზეც“. აღსანიშნავია, რომ Check in Georgia-ს ფარგლებში უკვე მიმდინარეობს „ჯემ ფესტი,“ საქართველო პირველად უმასპინძლებს საბავშვო  ევროვიზიას და გარდა ამისა,  სახელმწიფოს მხარდაჭერით გაიმართება მნიშვნელოვანი მუსიკალური, სპორტული და სხვა   ღონისძიებები, რომლებიც ერთი საერთო კონცეფციის - Check in Georgia-ს ქვეშ ერთიანდება.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, პროექტი ხელს უწყობს ტურისტული სექტორის  განვითარებას და ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოდინებას.

,,საქართველოში ტურისტების  რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება და სეზონი პიკს აღწევს. სწორედ ამ დროს გააქტიურდა პროექტი Chek in Georgia. ის, როგორც ადგილობრივ დამსვენებელს, ასევე უცხოელ ტურისტებს მრავალფეროვან  საკონცერტო პროგრამებს და  ღონისძიებებს სთავაზობს. ამ ყველაფრის შედეგი კი იქნება ის, რომ  უკეთესი შთაბეჭდილებებით წავლენ  საქართველოდან, რაც ხელს შეუწყობს  ჩვენი ქვეყნის  ცნობადობის და იმიჯის ამაღლებას, რომ არის უსაფრთხო და დინამიური ქვეყანა“ - აღნიშნა ჩოგოვაძემ.

„ბლექ სი არენას“ დირექტორის,  ანი კავლელიშვილის ინფორმაციით,  მაყურებელს „ბლექ სი არენას“ სცენაზე  ძალიან ბევრი სიურპრიზი ელოდება, მათ შორის  იქნება ქეთი მელუას,  „ერისიონის,“  „ქართული ხმების“,  ირმა ნიორაძის, ჯიპსი კინგის, ნინო ქათამაძისა და სხვა ცნობილი შემსრულებლებისა და ჯგუფების კონცერტები.

„ჩვენ გამოვჩნდით მსოფლიოს  მასშტაბით იმ  სიაში, სადაც ძალიან დიდი და პოპულარული საკონცერტო დარბაზებია  წარმოდგენილი. უნდა აღინიშნოს, რომ წელს  „ბლექ სი არენამ“  დიდი ინტერესი  გამოიწვია  პრომოუტერთა შორის და მე დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში ცნობილი ვარსკვლავებისგან, მათი პრომოუტერებისგან და საპრომოუტერო ჯგუფებისგან    მივიღებთ ბევრ საინტერესო შეთავაზებას“ -  აღნიშნა ანი კავლელიშვილმა.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა,  Check in Georgia-ს ფარგლებში უკვე დაიწყო მუსიკალური ფესტივალი „ჯემ ფესტი,“ რომელიც 33 დღის განმავლობაში 15 აგვისტომდე გაგრძელდება და 500-ზე მეტი არტისტი დაუკრავს, მათ შორის ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო დონის ვარსკვლავები. მნიშვნელოვანია, რომ „ჯემ ფესტის“ გახსნის პირველივე დღეებში ფესტივალმა 10 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა.

 საფესტივალო ტერიტორიაზე 8 სცენა 24/7-ზე იმუშავებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 3000-ზე მეტი ღონისძიება და ტერიტორიაზე ყოველდღიურად მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველო წელს პირველად (ნოემბერში) მასპინძლობს საბავშვო  ევროვიზიას, რაც  მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, პოპულარიზაციისა და ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად.

საბავშვო ევროფესტივალის ტრანსლირება მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში ხდება და მას თვალყურს დაახლოებით 20 მილიონი ტელემაყურებელი ადევნებს, ამასთან, კონკურსს გააშუქებენ ჟურნალისტები მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ  ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა და ტურისტული პოტენციალი გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას.

ჩამოთვლილი ღონისძიებების გარდა, სახელმწიფოს მხარდაჭერით 2017 წელს მიმდინარეობს და დაგეგმილია  სხვა  მნიშვნელოვანი მუსიკალური, სპორტული და სხვა   ღონისძიებები, რომლებიც ერთი საერთო კონცეფციის - Check in Georgia-ს ქვეშ ერთიანდება. მათ შორის არის „არტ გენი“, ფოლკლორული ფესტივალი საქართველოს რვა რეგიონში, ბათუმის მუსიკალური ფესტივალი, თბილისის საერთაშორისო ფოტოფესტივალი, თეატრალური ფესტივალი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი, თელავის მუსიკალური ფესტივალი, თბილისის ბაროკოს ფესტივალი, ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, ქართული ღვინის დღე და ა.შ. 

პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება, მათ შორის „აეროსმიტის“ კონცერტი „ბლექ სი არენაზე, სოუ ფესტივალი, ფესტივალი „სოფარი“, საბალეტო ფესტივალი და ა.შ

პროექტ Check in Georgia-ს კომპლექსური დატვირთვა აქვს ტურიზმის  თვალსაზრისით. ის დამატებითი საშუალებაა ადგილზე ჩამოსული ტურისტებისთვის, რომ  უკეთესი შთაბეჭდილებებით დატოვონ საქართველო.  ამასთან, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კურორტებზე  ტურისტული სეზონის გახანგრძლივების  და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდის მიმართულებით.

პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის იმიჯის თვალსაზრისითაც. უცხოელი ვარსკვლავების კონცერტები ხელს უწყობს საქართველოს, როგორც დინამიური და უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის დამკვიდრებას.

 Check In Georgia მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნის და ჩვენი შავი ზღვისპირა რეგიონების პოპულარიზაციისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდისთვის. ასევე მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური ეფექტი. 

საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე  კიდევ ერთხელ ფიქსირდება, როგორც საერთაშორისო სტანდარტის კულტურული ღონისძიებების ჩატარების სერიოზული ადგილი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის შემოსავლების ზრდასაც.

 

 

 

 

 

 

 

 
არჩილ თალაკვაძე:  პრეზიდენტის შენიშვნებს ყურადღებით განვიხილავთ

არჩილ თალაკვაძე: პრეზიდენტის შენიშვნებს ყურადღებით განვიხილავთ

სასამართლომ მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებისთვის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებისთვის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ვანო ზარდიაშვილი: ყველგან კარგად იცის რატომ გააგდეს გია ხუხაშვილი

ვანო ზარდიაშვილი: ყველგან კარგად იცის რატომ გააგდეს გია ხუხაშვილი

როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში

როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში

პრეზიდენტმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო

აფგან მუხთარლის საქმე მხოლოდ მაშინ იქნება გამოძიებული, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ამის პოლიტიკური ნება გაუჩნდება

აფგან მუხთარლის საქმე მხოლოდ მაშინ იქნება გამოძიებული, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ამის პოლიტიკური ნება გაუჩნდება

პროკურატურის მტკიცებულებები იმდენად დასაბუთებული იყო, რომ ბრალდებულების ადვოკატებსაც არ ჰქონდათ მათზე დამაჯერებელი არგუმენტები

პროკურატურის მტკიცებულებები იმდენად დასაბუთებული იყო, რომ ბრალდებულების ადვოკატებსაც არ ჰქონდათ მათზე დამაჯერებელი არგუმენტები

გიორგი აბდალაძეს იმედი აქვს, რომ ფოტოგრაფებს სააპელაციო სასამართლოც უმოკლეს ვადაში გაამართლებს

გიორგი აბდალაძეს იმედი აქვს, რომ ფოტოგრაფებს სააპელაციო სასამართლოც უმოკლეს ვადაში გაამართლებს

სარეკლამო ბანერი
1000 X 80